საბერძნეთი ტურიზმის ინდუსტრიას ნელ-ნელა აცოცხლებს და დასვენების მსურველებს ატყობინებს რომ მათ კურორტებს უკვე რამდენიმე კვირაში შეუძლიათ ესტუმრონ.
საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ 15 ივნისი სეზონის გახსნის ოფიციალური თარიღია, ხოლო პირდაპირი საერთაშორისო ფრენები ქვეყანაში 1 ივლისიდან განახლდება.
სხვა ქვეყნიდან ჩასულ ტურისტებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ, თუმცა კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდებათ და ჯანდაცვის გარკვეულ პროტოკოლს დაიცავენ.
მიცოტაკისის განცხადებით, მომავალი 5 თვის მანძილზე სატრანსპორტო ხარჯები 13-დან 24%-მდე შემცირდება. ეს ნიშნავს იმას, რომ გემით, თვითმფრინავით და ავტობუსით მგზავრობა ტურისტულ სეზონზე უფრო იაფი გახდება. გადასახადები ყავაზე, სასმელებსა თუ ღია ცის ქვეშ არსებულ კინოთეატრზე ზაფხულში ასევე დაიწევს.
საბერძნეთში დროული და მკაცრი საგანგებო რეჟიმის გამო კოვიდ-19-ის შემთხვევები სხვა ქვეყნებთან შედარებით შესამჩნევად დაბალი იყო. ( მ დროისთვის სულ 2,853 დაინფიცირებული, 1,374 გამოჯანმრთელებული, ხოლო 168 დაღუპული). მიცოტაკისის განცხადებით საბერძნეთი პანდემიის გამკლავების კუთხით მაგალითად იქცა.
ის იმედოვნებს, რომ 2021 წელი ტურისტული თვალსაზრისით გაცილებით წარმატებული იქნება და კორონავირუსი უკვე წარსულის ნაწილად იქცა.