„ნასას“ მეცნიერთა გუნდმა ანტარქტიდაზე სპეციალური ექსპერიმენტი ჩაატარა და პარალელური სამყაროს არსებობა აღმოაჩინა - სადაც ფიზიკის წესები ჩვენსაზე საპირისპიროდ მოქმედებს.
ექსპერიმენტის შედეგად იპოვნეს ნაწილაკები, რომლებიც პარალელური რეალობიდან შეიძლება იყვნენ. ანტარქტიდის გარემო მსგავსი აღმოჩენებისთვის შესაფერისი სივრცეა. მშრალი ჰაერი და ენერგიისგან ნაწარმოები მუდმივი „ქარი“ ნაწილაკებს დედამიწაზე გარე სივრციდან ახვედრებს.
კვლევების მიხედვით ეს ნაწილაკები უკან დროში მოგზაურობენ და პარალელური სამყაროს არსებობას მიუთითებენ.
ამ ფენომენის მარტივი ახსნა დიდი აფეთქების თეორიაა: 13.8 მილიარდი წლის წინათ ორი სამყარო ჩამოყალიბდა: ჩვენი და სხვა, სადაც ჩვენი პერსპექტივით დრო უკან მიდის.