გავრცელებული პანდემიის გამო მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული, ფრენები თითქმის ყველა ავიახაზებმა გააუქმეს, ჩაიკეტა საზღვრები. ბევრი ადამიანი ამ დროს სახლში ატარებს. თუმცა, თქვენ გაქვთ საშუალება ზოგიერთი გალერეა ვირტუალურად, საკუთარი სავარძლიდან დაათვალიეროთ. თუ არასდროს მოგინახულებიათ ისინი, შანსი გეძლევათ სანამ სურვილს აიხდენთ, ისინი ინტერნეტის მეშვეობით მაინც შეისწავლოთ.
ლონდონის გულში ათასობით არტეფაქტს, მათ შორის ეგვიპტურ მუმიებს მოინახულებთ.
ამ საკულტო მუზეუმში დაათვალიერებთ ვერმერისა და რემბრანტის ნამუშევრებს.
#3 გუგენჰეიმის მუზეუმი, ნიუ-იორკი
ტური ცნობილ კიბეს მოგატარებთ და ბევრ ისტორიულ პერიოდს გაგაცნობთ.
#4 ხელოვნების ეროვნული გალერეა, ვაშინგტონი
აქ ამერიკულ ხელოვნებას გაეცნობით.
#5 თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, სეული
სამხრეთ კორეის ყველაზე პოპულარული მუზეუმი 6 სართულზეა განთავსებული.
#6 პერგამონის მუზეუმი, ბერლინი
გერმანიის ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი ისტორიული არტეფაქტებითაა ცნობილი.
#7 ვან გოგის მუზეუმი, ამსტერდამი
აქ წარმოდგენილი კოლექცია 200 ნახატს მოიცავს.
#8 პოლ გეტის მუზეუმი, ლოს-ანჯელესი
აქ მერვე საუკუნეში გადაინაცვლებთ.
ეს თანამედროვე მუზეუმი პირველია ბრაზილიაში.
იტალიის ყველაზე ცნობილი ოჯახის, მედიჩების სახლი ყველასთვის შთამბეჭდავი სანახავია.
#11 ანთროპოლოგიის ეროვნული მუზეუმი, მეხიკო
აქ მოხვედრა ყველა ისტორიის მოყვარულის ოცნებაა. ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა ბევრ უნიკალურ არტეფაქტს აერთიანებს.
აქ ფრანგი არტისტების ცნობილი ნამუშევრებია დათარიღებული 1848 წლიდან 1914 წლამდე. ასევე იხილავთ იმპრესიონისტებს: მონეს, გოგენს, სეზანს, ვან გოგს.