ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ყველა ჩვენგანი მოუთმენლად ელის. ამ ჯადოსნურ დღესთან შესახვედრად განსაკუთრებულად ვემზადებით და ვარჩევთ ადგილს, რომელიც კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის ახალი წლის დადგომას. კურორტი საირმე კი იდეალური გადაწყვეტილებაა, რომელიც გაამრავალფეროვნებს და გაახალისებს ამ დღეებს. კურორტზე სპეციალურად თქვენთვის მოეწყობა საახალწლო პროგრამა და სხვადასხვა სახის მასტერკლასები, რომლებზეც უფრო დეტალურად პროექტის ორგანიზატორი ნონიკა ვაშაყმაძე გვესაუბრა.
რას გვთავაზობს კურორტი საირმე ახალ წელს?
20 დღის განმავლობაში, 25 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით საირმე გადაიქცევა საახალწლო კურორტად და შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება ამ ჯადოსნური დღეების ეპიცენტრი საქართველოში.
მთელი კურორტი, განსაკუთრებით კი პარკის ტერიოტორია გავაფორმეთ საახალწლო ინტერიერით და ექსტერიერით. შევქმენით სანტას რეზიდენცია, სადაც ბავშვები ნამდვილ საოცრებათა ქვეყანაში იგრძნობენ თავს. გარდა ამისა, ყოველდღიურად გაიმართება საშობაო ზღაპარი, როგორც დამსვენებლებისთვის, ასევე იმერეთის რეგიონიდან ამოსული ბავშვებისთვის და მიეცემათ გართობის საშუალება.
რა სახის აქტივობები მეწყობა კორურტზე?
ყოველი დღე დატვირთული იქნება სხვადასხვა აქტივობებით. გვაქვს, როგორც ოჯახებზე გათვლილი პროგრამები, ასევე ცალკეულად ბავშვებისთვის. გვეყოველება 7 ელფი და მშობლებს საშუალება ექნებათ ბავშვები მათ დაუტუვონ და თავად მშვიდად დაისვენონ და განიტვირთონ.
ჩვენს პროექტში ჩართულია ლადო აფხაზავა, მისი მონაწილეობით მოეწყობა შემეცნებითი, სპორტული, კულინარიული და ინტელექტუალური მასტერკლასები, რომლებიც ბავშვების ინტელექტს და ცოდნას კიდევ უფრო მეტად აამაღლებს. გარდა ამისა დამსვენებლებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ სხვადასხვა სახის შეჯიბრებებში, მათ შორის მუსიკალურში. ღია ცის ქვეშ მოეწყობა კარაოკე სივრცე და საშობაო სოფელი, სადაც წარმოდგენილი იქნება ბაზრობა და გაიყიდება, როგორც ხელნაკეთი, ასევე საახალწლო და საბავშვო პროდუქცია. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ გრინსტვეინის ცხელი შოკოლადი და ასევე თავად ჩაერთონ კულინატიულ მასტერკლასებში, სადაც თავად გამოაცხობენ საშობაო ორცხობილებს.
ახალი წლის ღამეს გათამაშდება არაერთი პრიზი, გვესაუბრეთ ამის შესახებ
საღამოს გაახალისებს განსხვავებული თამაშებისგან შემდგარი ანიმატორული პროგრამა, სადაც ნამდვილად არაერთი პრიზი გათამაშდება, მათ შორის 1 კვირიანი საგზური საბერძნეთში, ასევე სუნამოები, კოსმეტიკური საშუალებები და საოჯახო ნივთები, ამ ყველაფერს კი მუსიკალურად რეზო და ბავშვების კონცერტი გააფორმებს, საღამოს კი დიჯეი დაასრულებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება ადგილი, რომელიც მაქსიმალურად გაახალისებს და გაამრავალფეროვნებს ყველა ჩვენგანის საყვარელ დღესასწაულს, ამ ყველაფრის ღირებულება კი მხოლოდ 220 ლარიდან იწყება.