“ჩვენი მთავარი ღირებულება ხალხია”- სწორედ ასე დაიწყო „აპარტ ოტელი მარიინსკი“–ს გენერალურმა მენეჯერმა მარიამ ბოლქვაძემ OK!-თან საუბარი. „მარიინსკი“ ეს არის სივრცე, სადაც თქვენ დაგხვდებათ მყუდრო და კომფორტული გარემო. ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ დამღლელი დღის შემდეგ განიტვირთოთ და დატკბეთ ქალაქის ულამაზესი ხედით.
გვიამბეთ „აპარტ ოტელი მარიინსკის“ შესახებ, როდის გამოჩნდა ქართულ ბაზარზე?
„აპარტ ოტელი მარინსკი“ 2017 წელს გამოჩნდა ბაზარზე. ჩვენი მიზანი იყო, ქალაქის ცენტრში გაგვეკეთებინა ახალი სივრცე, სადაც ადამიანი სასიამოვნო და კომფორტულ გარემოში შეძლებდა დასვენებას და განტვირთვას.
ყველამ ვიცით, რომ აჭარა საქართველოს მარგალიტია და კულტურული თუ გასტრონომიული მრავალფეროვნებით რეგიონის გამორჩეული ნაწილია. ჩვენ ვცდილობთ, ერთხელ ჩამოსული სტუმარი მაქსიმალურად კმაყოფილი წავიდეს ჩვენგან და აუცილებლად დაბრუნდეს უკან, რადგან შეუძლებელია, ბოლომდე შეისწავლო, ბოლომდე ნახო ყველაფერი, რაც ამ მხარეს გააჩნია.
როგორია „მარიინსკის“ კონცეფცია და რა მომსახურებებს ვთავაზობთ სტუმრებს?
„მარიინსკი“ მომხმარებელს რამდენიმე კატეგორიად დაყოფილ 9 თანამედროვე აპარტამენტს სთავაზობს, მათ შორის არის 2 სუპერიორი და 7 სტანდარტული აპარტამენტი. ჩვენს აპარტამენტებში კლასიკური კომფორტი, მაღალი ხარისხი, მყუდრო გარემო, უნიკალური ადგილმდებარეობა და ულამაზესი ხედი ერწყმის თანამედროვე დიზაინს. ოთახები აღჭურვილია პრივილეგირებული სერვისებით და საშუალებებით, რათა სასიამოვნო დასვენება უზრუნველვყოთ.
პირველ სართულზე სტუმრებს ელოდებათ: სამზარეულო უგემრელესი დესერტებით და საუზმით. ბოლო სართულზე განთავსებულია ტერასა. მთლიანად გამჭვირვალე სივრცეში საოცარ სილამაზეს ქმნის ღამით ქალაქის ხედი, დღისით კი – ჰორიზონტის ხაზზე ერთი მხრიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლი. მეორე მხრიდან - აჭარის ულამაზესი მთის პანო. წელიწადის ოთხივე დროს ეს ადგილი არის შეუდარებელი და მომაჯადოვებელი.
რითი ვართ გამორჩეული?
გარდა იმისა, რომ ჩვენი ინტერიერი და ექსტერიერი საოცრად ლამაზი, დახვეწილი და თითქმის ყველა გემოვნებას მორგებული ადამიანისთვისაა, ამასთან ერთად, ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას.
ჩვენ გვჯერა, რომ ყველაზე დიდი ღირებულება ხალხია. სასტუმროში კომფორტული გარემოსთვის აუცილებელად სწორად უნდა შეარჩიოთ ადგილი, სადაც მასპინძელს ანდობთ თქვენზე ზრუნვას, ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი ადგილი გახლავთ „მარინსკი“.