ყოველდღიური რუტინა ზოგჯერ იმდენად დამღლელი ხდება, რომ უბრალოდ გსურს საკუთარ თავს საუკეთესო „გაქცევის“ გეგმა შეუქმნა და რამდენიმე დღით სრულიად მოსწყდე შეჩვეულ სტრესს. გასულ შემოდგომას სწორედ ამ იდეამ აგვიტაცა სამი ბლოგერი გოგონა და რამდენიმე დღიანი ფიქრის შემდეგ მოგზაურობის გეგმა შევქმენით. ჩვენი „გაქცევის“ დანიშნულების წერტილად ბორჯომი ავირჩიეთ, თარიღი კი ჩემს დაბადების დღეს დავამთხვიეთ.
კურორტზე გვიანი შემოდგომა საკმაოდ ცივია, ამიტომ Ninellie-ს თბილი ჰუდები, Dalood-ის ულამაზესი სვიტრები და შარვლები და Denim-ის ჯინსის ქურთუკები მოვიმარაგეთ და ჩვენი მოგზაურობაც დაიწყო.
საქართველოს ულამაზესი რეგიონები სასტუმროების ნაკლებობას არ განიცდის, მაგრამ დაბადების დღის გატარება იდეალურ განტვირთვასთან ერთად , მდიდრულ გარემოში და საუკეთესო პირობებში გვსურდა, ამიტომ დაბინავება „ქრაუნ პლაზა ბორჯომში“ გადავწყვიტეთ, რომელსაც სტუმრებისთვის სწორედ ამ განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად სპეციალური შეთავაზება აქვს.
5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ბორჯომის შუაგულში დაგვხვდა, რომლის ნომრიდანაც გადაშლილი ულამაზესი ხედით მოხიბლულებმა ვეღარ მოვითმინეთ და დაბინავების შემდეგ პირდაპირ ფოტოების გადასაღებად მოვემზადეთ. სამოსი Anouki-ს, Liya-სა და თაკო მექვაბიძის ბოლო კოლექციებიდან ავარჩიეთ და მოდური ფოტოსესია სასტუმროსთან ახლოს, ბორჯომის პარკში მოვაწყვეთ.
მოსაღამოვებისას უკვე დაღლილობაც შემოგვაწვა და მივხვდით, რომ იდეალური დრო იყო ვარჯიშისთვის და „ქრაუნ პლაზა ბორჯომის“ ფიტნეს დარბაზს ვეწვიეთ, რომელიც აღჭურვილია უახლესი აპარატურით და რაც მთავარია, მათი გამოყენება ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ. ერთ-ერთი მეგობარი ტრენაჟორების დიდი მოყვარული არ არის, ამიტომ იგი იოგას ოთახს ეწვია და მან ინდოეთიდან მოწვეული ,პროფესიონალი ტრენერის დახმარებით იოგას ვარჯიშები შეისწავლა.
ვარჯიშის შემდეგ, ვეწვიეთ „ქრაუნ პლაზა ბორჯომის“ გამორჩეული დიზაინის მქონე ღვინის ბარს დეგუსტაციისთვის და მდიდრულ გარემოში დავაგემოვნეთ „მეღვინეობა ხარების“ საუკეთესო სასმელი.
რა თქმა უნდა, დაბადების დღის განსაკუთრებული ვახშამი საღამოს ბოლოსთვის შემოვინახეთ და რესტორანში Anouki-ს ულამაზეს კაბებში გამოწყობილებმა უგემრიელესი კერძები დავაგემოვნეთ, „ქრაუნ პლაზა ბორჯომმა“ კი სიურპრიზად საოცრად გემრიელი დაბადების დღის ტორტი მოგვართვა.