ჯორჯ კლუნი, მადონა, დონატელა ვერსაჩე და სერ რიჩარდ ბრენსონი... – ეს იმ ვარსკვლავთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ფლობდნენ ან ფლობენ ვილებს ჩრდილოეთ იტალიის იდილიურ ტბა კომოზე. სახეტიალო მთებით გარშემორტყმული ტბა, რომლებზეც პატარა ლამაზი სოფლებია გაშენებული, სულისშემძვრელ პანორამულ ხედებს გპირდებათ. უჩვეულო ფორმის ტბა ლომბარდიაში ყოველთვის წარმოადგენდა მშვიდ სამოთხეს მდიდრებისა და ცნობილებისთვის.
კომოს ტბა რუკაზე ოფიციალურად 2002 წელს დაიტანეს, როცა „გრავიტაციის“ ვარსკვლავმა ჯორჯ კლუნმა 8 მილიონი ღირებულების სახლი ტბის მახლობლად, სოფელ ლაგლიოში შეიძინა და ახლა ჰოლივუდის მომხიბვლელი მსახიობი ყოველწლიურად აქ ოთხ თვეს ატარებს. ადგილობრივების სახლებს შორის მას მდიდრული 30 ოთახიანი ვილა ოლეანდრა აქვს. როგორც ამბობენ, სერ რიჩარდ ბრენსონი მისი მეზობელია და ლენოში ვილა ლა კასინელას ფლობს. მისი საცხოვრებელი ჩუმ სოფელშია, ტბის დასავლეთ ნაწილში.
ლამაზი ვილები სიმწვანეში, ბაღები, მთაგორიანი არეალი და მშვიდი, თავაზიანი ადგილობრივები, რომლებიც ვიზიტორებს ღიმილით ხვდებიან – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კომოზე!
კომო, პროვინციის დედაქალაქი და მსოფლიოს აბრეშუმის ცენტრი, 80 000 ადგილობრივითაა დასახლებული და იტალიის ყველაზე პოპულარული ტბის ერთ ბოლოში მდებარეობს. გაშენებულია გასაოცარი საკათედრო ტაძრის გარშემო, რომელიც გოთიკური რენესანსის მიქსის საუკეთესო მაგალითად ითვლება. ცოცხალი ქალაქი კოსმოპოლიტურ განცდას ტოვებს და მშვენიერი კაფეები გემრიელი პიცით ყველას აღტაცებულს ტოვებს.
ტურისტებს დიდი არჩევანი აქვთ: მოინახულონ უამრავი ლამაზი დასახლება ან ეწვიონ მყუდრო მთებს ტბის გარშემო. ერთ–ერთი ქალაქი ბელაჯიო ცნობილია როგორც ტბის მარგალიტი, მდებარეობს იქ, სადაც ტბის სამი განშტოება ერთმანეთს ერწყმის. აქვე აღმოაჩენთ სასტუმროს Villa Serbelloni, ერთ–ერთ ყველაზე ძველ და ელეგანტურ სასტუმროს ამ არეალში და ერთადერთ ხუთ ვარსკვლავიან ლუქს–სასტუმროს ბელაჯიოში.
Villa d'Este ანტიკურ პოზიციას იკავებს ტბის ნაპირებზე, ჩერნობიოს სოფელში, დასავლეთ სანაპიროზე და ახლა მდიდრული სასტუმრო ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ვილაა კომოზე.
ამავდროულად, ყველასთვის ცნობილი და იდილიური სოფელი ტრემეზო ლენოს სიახლოვეს მდებარეობს და Villa Balbianello სახლია, ჩინებული ბაღებითა და საუცხოო ხედებით. აქვეა მე–17 საუკუნის Villa Carlotta. კომოს ტბის ერთ–ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ვილა გასაოცარი ბაღებითაა გარშემორტყმული, სადაც 500 სახეობის მცენარეს, ხეს და ყვავილს აღმოაჩენთ. მათ შორისაა დეკა, ვარდის ხე, უძველესი კედარი და სექვოია. აქვეა ცნობილი იტალიელი მოქანდაკის, ანტონიო კანოვას შედევრი.