16 ნოემბერს სასტუმრო „კასტელო მარესა“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართება ფესტივალი „მანდარინობა“. ღონისძიებისთვის სასტუმრო „კასტელო მარეს“ ტერიტორია მოეწყობა თემატური დეკორაციებითა და განათებებით. განთავსდება საგამოფენო დახლები, სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი პროდუქცია. მოეწყობა ქობულეთის მუზეუმის სპეციალური საგამოფენო კუთხე.
„მანდარინობის“ ფესტივალზე მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია მრავალი აქტივობა: მანდარინის შეგროვება სასტუმროს ციტრუსის ბაღებში, ქართული კერძების მასტერკლასი და დეგუსტაცია, ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, ქართული ცეკვების მასტერკლასი, ბარმენ შოუ. საღამოს მუსკალურდ გააფორმებს ბენდი „ბლუ სეილი“. (Blue Sail)
სასტუმრო „კასტელო მარეს“ გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერის მანო კუჭუხიძის განცხადებით:
„სასტუმროს ტერიტორიაზე გაშენებულია მანდარინის ბაღები, სადაც ყოველწლიურად ვიღებთ მოსავალს. წელს პირველად გაჩნდა იდეა, ჩავატაროთ ფესტივალი, რომელიც გააერთიანებს სტუმარ-მასპინძლობის სფეროს და აჭარაში ციტრუსის მოსავლის აღების ტრადიციას. თუკი ტურისტულად საინტეროა რთველი, ისეთივე საინტერესო შეიძლება იყოს „მანდარინობა“, თუ სწორად შევფუთავთ და გამოვიტანთ გასაყიდად.
ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ბაზარზე, გაყიდვაში ჩავუშვით ციტრუსის გამაჯანსაღებელი და დეტოქს პროგრამები ნოემბერი-დეკემბრის პერიოდზე და პირველი ჯგუფიც მივიღეთ სლოვენიიდან. „მანდარინობის“ ფესტივალი ერთ-ერთი აქტივობაა, იმისთვის რომ სასტუმროსთვის გაყიდვადი გახდეს შემოდგომის სეზონი.“
„მანდარინობის“ ფესტივალი ღიაა ნებისმიერი დაინტერესბული პირისთვის. დასწრება შეუძლიათ, როგორც სასტუმროს სტუმრებს, ასევე გარედან შემოსულ ნებისმიერ ვიზიტორს.
„პირველი ფესტივალის ჩატარებაში უდიდესი თანადგომა გაგვიწია ქობულეთის მუნიციპალიტეტმა. საგამოფენო სივრცის მოწყობა და ადგილობრივი მეწარმეების მონაწილეობა, მთლიანად მუნიციპალიტეტის ორგანიზებით მოხდა. იმედი, გავაქვს რომ, ფესტივალი მიიღებს მასშტაბურ ხასიათს. სასტუმრო „კასტელო მარე“ მზადაა ციტრუსის სეზონის დაწყება აჭარაში, ყოველ წლიუად „მანდარინობის“ ფესტივალით გახსნას“.
ფესტივალის პროგრამა
12:00- 14:00 - მანდარინის კრეფა
12 საათიდან დაიწყება „მანდარინობის“ მონაწილეების შეკრება სასტუმროს ტერიტორიაზე. მათ ადილზე დაურიგდებათ საჭირო აღჭურვილობა და ხელთათმანები. ასევე, მოემსახურებათ მიკროავტობუსი სასტუმროდან ციტრუსის ბაღებამდე (1 კმ). მონაწილეები დაიყოფიან გუნდებად და შეეჯიბრებიან მოსავლის შეგროვებაში. ღონისძიებას გაუძღვება წამყვანი და ანიმატორი.
14:00-დან სასტუმროს ტერიტორიაზე გაიმართება გამოფენა-გაყიდვა და გასართობი
პროგრამა:
✓ სასტუმრო „კასტელო მარეს“ ტერიტორია მოირთვება სპეციალური დეკორაციებით: ციტრუსის, მზესუმზირისა და ყვავილების კომპოზიციებით;
✓ ადგილზე მოსულ სტუმრებს დახვდებათ ხილის დაფა, ფურშეტი გლინტვეინის და ადგილობრივი ხილის კომპოტით.
✓ ბაღის ტერიტორიაზე ხეები განათდება დეკორატიული განათებებით. მოეწყობა მოსასვენებელი ადგილები.
✓ ტერიტორიაზე განთავსდება გამოფენა-გაყიდვის სპეციალური დახლები. წარმოდგენილი იქნება მუზეუმის, საზოგადოებრივი კოლეჯის და მეწარმეების კუთხეები, სადაც გამოიფინება ადგილობრივი პროდუქტი და ნაწარმი.
✓ ღონისძიების სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ კულინარიულ მასტერკლასებში (თათარა, მურაბა, ხინკალი). რის შემდეგაც, გაიმართება მომზადებული კერძების დეგუსტაცია.
✓ სსიპ კოლეჯი „ახალი ტალღა“ წარმოადგენს ციტრუსის კოქტეილების ბარმენების შოუს.
✓ გაიმართბა ქართული ფოლკლორის კონცერტი, ადგილობრვი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მონაწილეობით
✓ საღამოს ღონისძიებას დაასრულებს ბენდი „ბლუ სეილი“ (Blue sail)
შენიშვნა:
• სტუმრების ავტომობილების პარკირება მოხდება სასტუმროს ტერიტორიაზე პარკირებისთვის განკუთნილ ადგილზე (გამოყოფილი იქნება 3 საპარკინგე ზონა სხვადასხვა დისტანციით სასტუმრომდე, მაქსიმალური მანძილი 1 კმ)