უცხო ქვეყანაში მოგზაურობა მხოლოდ პოპულარულ ღირსშესანიშნაობებსა და მუზეუმებს არ უნდა მოიცავდეს. სასიამოვნოა გაეცნოთ ადგილობრივ ბუნებას, მოინახულოთ პარკები.
#1 ბიუტ-შომონი, პარიზი
ეს ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილია არამხოლოდ პარიზში, არამედ მთელ ევროპაში. სწორმა გეომეტრიულმა განლაგებამ აქ გზა დაუთმო ბუნებრივ სილამაზეს. ცენტრში ხელოვნური ტბაა, სადაც პიკნიკები ეწყობა. დატკბებით ხედებით ქალაქზე.
#2 ტემპელჰოფ-პარკი, ბერლინი
აქ, ბერლინის ცენტრში, ერთ დროს აეროპორტი იყო. უკანასკნელი თვიმფრინავი 2008 წელს გაფრინდა. აქ ელიტური საცხოვრებლის აგებას აპირებდნენ, მაგრამ ხალხმა კიდევ ერთ მწვანე სივრცეს დაუჭირა მხარი.
#3 ლაჰემას ნაციონალური პარკი, ესტონეთი
ის ტალინთან ძალიან ახლოს მდებარეობს და საშუალებას გაძლევთ ჩრდილოეთის ბუნებით დატკბეთ. ჭაობზე ხის ბილიკია გაკეთებული და ფიჭვის ხეების სურნელი იგრძნობა.
#4 ვილა დესტე, ტივოლი, იტალია
ქალაქი ტივოლი რომის შემოგარენში მდებარეობს. ეს ვილა კი აქ ყველაზე მდიდრულია. ბუნების სილამაზე დაუვიწყარ ანტიკურ არქიტექტურაში გადაიზრდება და დამატყვევებელ ზემოქმედებას ახდენს. ვილის სიმდიდრეა შადრევნები ტერასებზე. აქვეა ქანდაკებებიც.
#5 ბამბუკის ტყე საგანო, კიოტო, იაპონია
კიოტოს ცენტრიდან ნახევარი საათის სავალ გზაზე ბამბუკებში ჩაძირვას მოახერხებთ. როცა ხეებს ქარი არხევს, მაგიური ხმები ისმის და ატმოსფეროც ჯადოსნური ხდება. მზის ჩასვლის პერიოდში მზის სხივებს ტყე შთამბეჭდავად აისახავს.