იტალიის კუნძულები პატარა სამოთხეა დედამიწაზე, რომელიც საჭიროა აღმოვაჩინოთ, დავათვალიეროთ და დასასვენებლად გამოვიყენოთ. იტალიაში მოგზაურობის დროს აუცილებლად მოინახულეთ ისინი!
#1 კაპრი
აქ გადაღებულია კადრები გოდარის ფილმებიდან. კლდეები, ზღვა და ფერადი სახლები - კაპრი ეს იტალიური "დოლჩე ვიტაა". ნეაპოლიტანურ კუნძულზე იახტით მოხვდებით. ლამაზი სანაპიროები და გემრიელი სუფრა ხედებით - აქ ნამდვილად შეიგრძნობთ სამოთხის მცირე მოდელს.
#2 პონზა
გამჭვირვალე ლურჯი ზღვა, სრულყოფილი კლდეები, თეთრი, ქვიშიანი სანაპირო... რომსა და ნეაპოლს შორის პონზა გიმასპინძლებთ. ფერადი ფასადები და სანაოსნო ფლოტი, პატარა კაფეები და ჯანსაღი ბოსტნეული - აქ ნამდვილად შეიგრძნობთ სილამაზეს.
#3 პანტელერია
სიცილიასა და ტუნისიას შორის, ეს კუნძული ცნობილია ლუკა გუადანინოს ფილმში "დიდი შხეფი". აქ შეგხვდებათ ტბები, ველური სანაპიროები, პატარა დასახლებები. პანტელერიას "ხმელთაშუაზღვის შავ მარგალიტსაც" უწოდებენ.
#4 იშია
ამ ადგილმაც ჰპოვა ასახვა ცნობილი რეჟისორების კინოფირებზე. იშია ცნობილია თერმული პარკებით, პატარა სოფლებით, მთებით და კოშკებით.
#5 ფილისუდი
აქ მოსახლეობის რაოდენობა 3 ათას ადამიანს მოიცავს. Filicudi ტურისტებისთვის უცნობი ადგილია და საშუალება გეძლევათ სრულად მოწყდეთ სამყაროს და რეალურად დაისვენოთ. აქ ყოველდღიურად იგზავნება პროდუქტი კუნძული სიცილიიდან.
#6 პროსიდა
პატარა, შთამბეჭდავი კუნძული დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს ყველა მნახველზე.