არსებობს წესი: „ისეთი სამსახურისთვის უნდა ჩაიცვა, რომელიც გსურს რომ გქონდეს და არა იმისთვის, რომელიც გაქვს“. სწორად შერჩეული სამოსი განწყობაზე და თავდაჯერებულობაზე იმოქმედებს. მთავარია თქვენ თვლიდეთ, რომ კარგად გაცვიათ და თავი მსგავსად იგრძნოთ.
კოლუმბიის ბიზნესის სკოლაში ერთხელ ექსპერიმენტი ჩაატარეს: სტუდენტები ორ ჯგუფად დაყვეს და ერთი და იგივე ინტელექტუალური შესაძლებლობებისთვის შედგენილი ტესტი მისცეს. პირველ ჯგუფს ლაბორატორიის ხალათები დაურიგეს, მეორეს კი მუშაობა საკუთარ სამოსში მოუწია. შედეგებმა აჩვენა, რომ ხალათებით მუშაობისას გაცილებით უკეთესად გაართვეს თავი სამუშაოს, ვიდრე მეორე ჯგუფმა.
მეორე ექსპერიმენტის მიხედვით, თეთრი ხალათები ორივე ჯგუფს მისცეს. პირველს უთხრეს, რომ ისინი მეცნიერებს ეკუთვნოდათ, მეორეს კი მხატვრებს. შედეგებმა აჩვენა, რომ სტუდენტებმა „მეცნიერების“ ხალათებით უფრო სწრაფად და ხარისხიანად გაართვეს თავი სამუშაოს.
ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ის თუ როგორ გვაცვია, სერიოზულად მოქმედებს აზროვნებაზე და სოციუმში ფუნქციონირებაზე იმ შემთხვევაში თუ მის მნიშვნელობას სწორ ინტერპრეტაციას ვაძლევთ.
მუდმივ კითხვაზე „რა ჩავიცვათ?“ არსებობს მიდგომა: რაც არ უნდა მოდური თუ ძვირადღირებული იყოს სამოსი, მთავარი შინაგანი განწყობაა, რომ იმიჯი კონკრეტულ სიტუაციაში მართლაც გიხდებათ. წარმოგიდგენთ აქამდე მისასვლელ 9 ნაბიჯს, რომელსაც მოდის ფსიქოლოგი გვირჩევს:
#1 კონსულტაცია საკუთარ თავთან
დილით, სანამ კარადას გამოაღებთ, დაფიქრდით რისი გაკეთება გიწევთ იმ დღეს. როგორ ხასიათზე ხართ, რა შთაბეჭდილების შექმნა გინდათ გარშემომყოფებში. საქმე ჩვენს ხასიათს, ტანისამოსსა და ფიქრებს შორის ბალანსს ეხება. იმისათვის, რომ მთელი დღე არასდროს იფიქროთ „როგორ მინდა მალე გავიხადო ეს კოსტიუმი!“, შეგიძლიათ რამდენიმე წუთის თვითანალიზით აიცდინოთ თავიდან.
#2 დაფიქრდით კომფორტზე
ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახლიდან აუცილებლად სპორტულად უნდა გახვიდეთ. დაფიქრდით ქსოვილზე - ის მაქსიმალურად სასიამოვნო უნდა იყოს კანისთვის. იგრძნოთ კომფორტი ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენი მიზანი გეგმების შესრულებაა და არა იმაზე ფიქრი, თუ რა გაცვიათ. გაამახვილეთ ყურადღება საყვარელ ფერებზე და ფორმებზე.
#3 ატარეთ სამოსი, რომელიც გიხდებათ
იდეალური კოსტიუმი, რომელიც თქვენი ზომა არაა იდეალური აღარაა. წარმატებული კოსტიუმი ისაა, რომელიც თავდაჯერების შეგრძნებას მოგანიჭებთ.
#4 სწორად გადაარჩიეთ
თუ გასაუბრებას გადიხართ, მნიშვნელოვანია, რომ დაგიმახსოვრონ. წვეულებისთვის შავ კაბას თუ აარჩევთ, შესაძლოა ის რამდენიმეს ეცვას. არ შეუშინდეთ ნათელ ფერებს და საინტერესო ფორმებს. ადამიანებს, რომლებსაც წითელი აცვიათ, დანარჩენებზე თავდაჯერებულად და მიმზიდველად გრძნობენ თავს.
#5 არ შეგეშინდეთ შეცვლის
დრო იცვლება და მასთან ერთად სტილიც. ეს სწორად უნდა მიიღოთ. ადრე დიდი ზომის სამოსი არასასურველად მიიჩნეოდა, ახლა კი მოდის მოყვარული საზოგადოების ცნობილი უნიფორმაა.
#6 ჩაიცვით შესაფერისად
თავდაჯერებულობის გრძნობა სიტუაციებზეცაა დამოკიდებული. ნებისმიერ სიტუაციაში გარკვეული წესებით უნდა მოიქცეთ. თქვენს ქცევასთან ერთად ეს იმიჯსაც ეხება. თავიდან აიცილეთ შეგრძნება, რომ დრესკოდი დაარღვიეთ.
#7 არ ჩაიცვათ ასაკის შესაფერისად
უნდა ჩაიცვათ ისე, როგორც გრძნობთ თავს და არა ისე როგორ ასაკი მოითხოვს. ყველა ასაკში ერთნაირ სამოსს ვერ ჩაიცმევთ, მაგრამ თუ 50 წლის ასაკში მინი ქვედაბოლოს ჩაცმა გინდათ, საკუთარ თავს უარი არ უთხრათ. თუ მოგწონთ, ამას სხვებიც შეამჩნევენ. აიღეთ მაგალითი ბრიჯიტ მაკრონისგან.
#8 ჩაიცვით სამოსი, რომელიც თქვენზე იმუშავებს
სამოსი სწორად იმუშავებს, თუ არჩევანს ინდივიდუალურობას და ხასიათს მოარგებთ. მთავარია გაიგოთ რა გიხდებათ.
#9 ეცადეთ შეიქმნათ უნიფორმა
ექსპერიმენტის სახით მაინც. მაგალითად, მარკ ცუკერბერგი და ბარაკ ობამა: პირველი მუდამ ნაცრისფერ მაისურს, მეორე კი ცისფერ და ნაცრისფერ კოსტიუმს ატარებს. „არასოდეს ვფიქრობ რა ჩავიცვა, გაცილებით ბევრი საზრუნავი მაქვს“-განაცხადა ერთხელ აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა.
მაშინ, როცა იდეალურ სამოსს იპოვნით, შეცდომებს ნაკლებად დაუშვებთ.