მელანია ტრამპმა პირველად იმოგზაურა აშშ-ს პირველი ლედის სახელით. საერთაშორისო ტურს მნიშვნელოვანი პოლიტიკური მისია აქვს, თუმცა მელანიას იმიჯზე მოდის სფერო უკვე აქტიურად ალაპარაკდა.
#1 პირველი გაჩერება საუდის არაბეთი იყო. მელანია ქალაქში სტელა მაკარტნის შავი კომბინიზონით ჩაფრინდა, რომელსაც ოქროს ყელსაბამი და ფართო ქამარი შეუხამა. მიუხედავად იმისა, რომ პირველმა ლედიმ უარი თქვა თავსაბურავზე, როგორც ამას ქვეყნის ტრადიციები მოითხოვს, მოდის კრიტიკოსებმა მისი იმიჯი დადებითად შეაფასეს. ბევრმა მისი ჩაცმულობა მუსულმანურ კაბას შეადარა.
#2 სადილზე განსაკუთრებული დიზაინის Reem Acra-ს გრძელი კაბით გამოჩნდა.
#3 ამერიკულ სკოლაში ექსკურსიის დროს მელანიამ არჩევანი Ralph Lauren-ის ხორცისფერ კაბაზე გააკეთა საფარის სტილში და წელი ტყავის ქამრით გამოყო.
#4 ფინალური გამოჩენისას კი Dolce & Gabbana-ს თეთრი კოსტიუმი და შავი პერანგი ჩაიცვა, რომელსაც Manolo Blahnik-ის ფეხსაცმელი შეუხამა.
#5 ისრაელში პირველმა ლედიმ ისევ თეთრ კოსტიუმზე გააკეთა არჩევანი, ამჯერად Michael Kors-ის კოლექციიდან. მოდის კრიტიკოსებმა ქვედაბოლოს პოლიტიკური ღონისძიებისთვის იდეალური სიგრძის უწოდეს.
#6 მეორე კაბად კი Dolce & Gabbana-ს შავი პომპეზური ვარიანტი არჩია.
#7 მესამეჯერ კვლავ თეთრ ფერს დაუბრუნდა.
#8 ვატიკანში მელანიამ ნამდვილად ყველა გააოცა. რომის პაპთან შეხვედრისას მან განსაკუთრებით დახვეწილი შავი მაქმანის კაბა არჩია. ტანისამოსი მართლაც მკაცრი ეტიკეტის დაცვით წარმოადგინა.
#9 ბრიუსელში შეხვედრისას ისევ წელზე გამოკვეთილ სამოსს მიმართა.
#10 ბოლოს კი ისევ შავი კაბით დაასრულა.