ყოველწლიურად ჰოლივუდში რამდენიმე წითელი ხალიჩა იშლება, რომელზეც თავს ვარსკვლავები დახვეწილი თუ არაორდინალური კაბებით იწონებენ. ამ კაბების უკან კი ხშირად ცნობილი დიზაინერები დგანან. ვნახოთ იმ საუკეთესოთა სია, რომელთა მეშვეობით, ცნობილი ადამიანების სამოსი საუკუნის ოქროს სიაში იწერება.
Chanel -- Karl Lagerfeld
„შანელი“ 1 წლის განმავლობაში წითელ ხალიჩაზე 100-ზე მეტ ვარსკვლავს აცმევს. მას ირჩევენ ისეთი გოგონები, რომლებსაც კაბის ფემინური სტილი ხიბლავს: კირა ნაიტლი, ბლეიკ ლავლი, ჯულიანა მური, ქლოე მორეთსი, კრისტენ სტიუარტი....
ერთ-ერთი გამორჩეული კაბა, 81 წლის კარლის შემოქმედებიდან, 2004 წლის ოსკარზე ნიკოლ კიდმანს ემოსა. მისი შექმნისთვის ბრენდის გუნდს 400 საათი დასჭირდა.
Christian Dior -- Raf Simons
46 წლის დიზაინერის ესთეტიკური ფორმები წითელ ხალიჩას განსაკუთრებით ელეგანტურს ხდის. მას ატარებენ ჯენიფერ ლაურენსი, მარიონ კოტილიარდი, შარლიზ ტერონი, ემა ვოთსონი და ნატალი პორტმანი..
ერთ-ერთი გამორჩეული კაბა 2013 წლის Met Gala-ზე ჯენიფერ ლაურენს ემოსა.
Giorgio Armani -- Giorgio Armani
ტომ კრუზის, სოფი ლორენის, ლეონარდო დიკაპრიოსა და ქეთი პერის ფავორიტი დიზაინერი.
„ჩემთვის წითელ ხალიჩაზე მთავარია მოდური ელეგანტურობა წარმოვაჩინო და ჩემი კლიენტი მოწინავე პოზიციებზე გავიყვანო. ტანისამოსი მაშინაა იდეალური, თუ დასამახსოვრებელი და მარადიული ხდება."
საუკეთესო კაბა ბოლო დროს ქეით ბლანშეტის სამოსია სხვადასხვა დაჯილდოვებაზე. უფრო ადრე კი, 1990 წლის ოსკარს გამოყოფს, როცა ჯუდი ფოსტერს, ჯულია რობერტს, დენზელ ვაშინგტონსა და ტომ კრუზს ჩააცვა.
Michael Kors -- Michael Kors
„როცა სწორი კაბა სწორ ქალბატონს აცვია სწორ ღონისძიებაზე, ეს მოდის „ვალჰალაა“, თუ უბრალოდ გინდა მსახიობს კაბა „შეტენო“, მაშინ მოდა უკვე ბიზნესი ხდება.“
საუკეთესო წითელი ხალიჩის მომენტები მისთვის ქეით ჰადსონი და ნაომი ვოთსია. ყველა დროისთვის კი 2010 წლის CFDA-ზე გვინეტ პელტროუს კაბაა. მან ასევე ანჯელინა ჯოლის ცნობილი კაბა შექმნა „უსახელო ნაბიჭვრების“ პრემიერაზე.
Valentino -- Maria Grazia Chiuri და Pierpaolo Piccioli
ემი ადამსის დინამიური კაბა 2014 წლის „ოქროს გლობუსზე“, ჯულია რობერტსი, ქეით ბლანშეტი ... „ჩვენ გვიყვარს ქალები მათი ინდივიდუალური სილამაზით, რაც არაა აუცილებელი ფიზიკური ატრიბუტებით იყოს წარმოდგენილი. შთამბეჭდავია, როცა შეგიძლია ქალი შეიგრძნო, ეს ხდის მას ლამაზსა და უნიკალურს.“
საუკეთესო მომენტები წითელი ხალიჩიდან: კირა ნაითლი ვენეციის ფესტივალზე, როცა მსახიობმა განაცხადა, რომ თავს პრინცესად გრძნობდა. ემა სტოუნიც ასევე ვენეციის კინოფესტივალზე, რომლის კანისა და თმის ფერიც იდეალურად შეერწყა კაბის ტონალობას.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, რა ხდის ქალს ბედნიერს. გვირჩევნია იმაში იგრძნოს თავი ბედნიერად, რაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა, ვიდრე იმაში გამოიყურებოდეს ლამაზად, რასაც არასდროს ჩაიცვამდა ცხოვრებაში.“
Versace -- Donatella Versace
„მუზები? პრინცესა დიანა, ანჯელინა ჯოლი, ჯენიფერ ლოპესი, ლედი გაგა, ბიონსე, და რა თქმა უნდა ჩემი თავი!“
„ყველა ელის, რომ წითელი ხალიჩის მთავარ პირობად სექსუალურობას დავახასიათებ. სექსუალურობა კარგი შეკერვა და ნაჭერია.. წითელი ხალიჩა კი მსახიობის იმიჯის განვითარებას უნდა ემსახურებოდეს.“
საუკეთესო მომენტი წითელ ხალიჩაზე: ანჯელინა ჯოლი.
Alexander Mcqueen -- Sarah Burton
2010 წელს მაქქვინის გარდაცვალების შემდეგ, ბრენდის კრეატიული დირექტორი ბარტონი გახდა, რომელმაც წითელი ხალიჩის დაპყრობა მოასწრო. ჯესიკა ჩესტეინმა 2012 წლის „ოსკარზე“, ოქროსფერ და შავ კაბას „ოცნებების ახდენა“ უწოდა. სანდრა ბალოკის კაბით კი სარამ 2014 წლის „ოსკარზე“ გაგვაოცა.
საუკეთესო კაბა წითელ ხალიჩაზე: ქეით მიდლტონი, 2011 წელი: ტრადიციული, თანამედროვე და ქალური ერთდროულად.
Dolce & Gabbana -- Domenico Dolce and Stefano Gabbana
ყველა დიზაინერი ერთმანეთს უნიკალური სამოსის შექმნაში ეჯიბრება. ჩვენი ბრენდის სტილი სპეციფიკურია. მაშინვე მიხვდები კაბა Dolce & Gabbana-აა თუ არა. “
„გვესმის, რომ როცა 100 ფოტოგრაფის წინ დგახარ, გინდა მაქსიმალურად საუკეთესოდ გამოიყურებოდე. ლამაზი კაბა უბრალოდ ლამაზ კაბად რჩება, თუ მას სწორი ადამიანი არ ატარებს“
საუკეთესო მომენტი წითელ ხალიჩაზე: მეთიუ მაკკონახი 2014 წლის „ოსკარზე“, ხოლო ადრე, მადონა ნიუ-იორკში პრემიერაზე 1991 წელს.
Elie Saab -- Elie Saab
„ბრენდმა მთელი მსოფლიოს ქალბატონებს განსაკუთრებული მომენტები შეუქმნა: პრინცესებსა და დედოფლებს, მსახიობებსა თუ მომღერლებს. პრინცესებსა და წითელ ხალიჩაზე გამოსულ ვარსკვლავებს შორის ის განსხვავებაა, რომ ცნობილი ადამიანები მოდის სახლს დიდ პოპულარობას ძენენ, იმიტომ, რომ შენი კაბა ყველა მედიას იპყრობს,“
საუკეთესო მომენტები წითელ ხალიჩაზე: ჰოლი ბერი 2002 წლის „ოსკარზე“.
Lanvin -- Alber Elbaz
„ხანდახან უფრო მარტივია შექმნა მთლიანი კოლექცია, ვიდრე ერთი კაბა წითელი ხალიჩისთვის. ამ დროს ყოველთვის ღამეების გათენება გვიწევს.“
საუკეთესო მომენტი წითელ ხალიჩაზე: მერილ სტრიპის ოქროსფერი კაბა „ოსკარზე“