წლევანდელ Met Gala-ზე ვარსკვლავები მხოლოდ ტანისამოსით არ გამოირჩეოდნენ. მათ ვარცხნილობასა და მაკიაჟში ფუტურისტული თემატიკა იკვეთებოდა.
„ყველაზე თამამები“
ამ წელს ბევრმა თამამმა გადაწყვეტილებამ დაიპყრო წითელი ხალიჩა. კარა დელევინმა გადაპარსულ თავზე მეტალის შეფერილობა ამჯობინა, რიანამ აღმოსავლური სტილი და ვარდიფერი ელფერი, ქეითი პერიმ კი ანტენები.
„გამჭვირვალე“ მაკიაჟი
პასტელური ფერები წითელ ხალიჩაზე კიმ კარდაშიანმა, კაილი ჯენერმა, კარლი კლოსმა და სხვა ვარსკვლავებმა არჩიეს. ღია ტუჩსაცხი არც მათ ტანისამოსს უკარგავდა მიმზიდველობას, პირიქით მეტ ხიბლს სძენდა.
ფერადი თვალის შეფერილობა
ქეითი ჰოლმსმა, რიზ უიზერსპუნმა და სელენა გომეზმა ცისფერ და ვარდისფერ თვალებს მიანიჭეს უპირატესობა.
„კაშკაშა“ ტუჩები
წითელი ტუჩსაცხი ყოველთვის კარგი მეგობარია სექსუალური ქალბატონისთვის. თუმცა წელს, მან თავისი პოპულარობა დათმო: კენდალ ჯენერმა მარჯნისფერი, ლილი კოლინზმა შინდისფერი, ქეით ბოსუორტმა კი მალინისფერი არჩია.
თვალშისაცემ მაკიაჟს ქალბატონებმა შეკრული ვარცხნილობები შეუხამეს:მსუბუქი ტალღები, თუ მოცულობითი „კოსა“.