ბოლო წლებში, კარლ ლაგერფელდი საკრუიზო კოლექციას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში წარადგენდა. როგორც ჩანს, დიზაინერმა მოგზაურობა დაასრულა, ისევ პარიზში დაბრუნდა და ტრადიციული შოუ Grand Palais -ში გამართა.
თუ უკანასკნელ კოლექციებში დიზაინერი ფუტურიზმსა და კოსმოსს მიმართავდა, საკრუიზო კოლექციაში აქცენტი ანტიკურობაზე და ძველ ბერძნულ მოტივებზე გააკეთა.
„თანამედროვე ანტიკურობა“: რომაული სანდლები, ეგვიპტური პრინტები, მდიდრული ოქროსფერი, ქიტონები-ეს არის „შანელის“ ბოლო კოლექციის მთავარი „დეენემი“.