ცნობილი დიზაინერების ფანტაზია ხანდახან გარკვეულ ფარგლებს სცდება. მოდის მიმდევრები კი სწრაფად ითვისებენ მათ ყველა ახალ ტენდეციას.
წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ექსტრავაგანტურ მოდურ ნივთს, რომელთა ფასიც გაოცებულს დაგტოვებთ.
პლასტმასის ფეხსაცმელი
ბრენდი: Yeezy
ფასი: 1000 $
როცა, კეინი უესტმა თავისი ბრენდის Yeezy-ს კოლექციაში პლასტმასის ბოტფორდები წარადგინა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მის ჩაცმას ვინმე გარისკავდა. თუმცა, კეინიმ თვის ცოლს, კიმ კარდაშიანს სთხოვა მათი გამოჩენა, რომელმაც ვაჟკაცურად წარუდგინა ის პაპარაცებს.
ბრჭყვიალა კომბინიზონი მთელს სხეულზე
ბრენდი: Gucci
ფასი: შეკვეთით
„გუჩის“ კომბინიზონმა მოდის კვირეულზე ბლოგერების მიერ დაცინვა გამოიწვია. თუმცა ამ უცნაურმა ნივთმა თავისი პატრონი იპოვნა-ეპატაჟური რიანა ცნობილ კომბინიზონში ქოაჩელაზე გამოჩნდა.
ჩანთა IKEA-დან
ბრენდი: Balenciaga
ფასი: 2500 $
ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ნივთი დემნას მიერ წარმოდგენილი ჩანთაა, რომელიც ბრენდ „იკეას“ ერთდოლარიან ჩანთას ჰგავს. ჩანთის პრეზენტაციის შემდეგ, ნივთმა ინტერნეტი სასაცილო ფოტოებით დაიპყრო.
შარვალი-ბოტფორდები
ბრენდი: Vetements x Manolo Blahnik
ფასი: 3500 $
დემნამ მეორე ფურორი ცნობილ მანოლო ბლანჰიკთან ერთად მოახდინა. ეს უცნაური ფეხსაცმელები ბევრმა ვარსკვლავმა ქალბატონმა მოირგო.
სავაჭრო ჩანთა
ბრენდი: Balenciaga
ფასი: 2500$
„ბალენსიაგაში“ მოღვაწეობით დემნამ ხალხი კიდევ ერთ ჩანთაზე აალაპარაკა. მან ცნობილი „სავაჭრო ჩანთები“ მოდურ საზოგადოებაში პოპულარული გახადა.