ამ სერიალის მაყურებლები ხშირად ადარებენ თავს რომელიმე პერსონაჟს ხასიათისა თუ შეხედულებების მიხედვით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თითოეულის სტილი ინდივიდუალური და გამორჩეულია, მაშინაც კი როცა საქმე საცურაო კოსტიუმს ეხება.
1. კერი ბრედშოუ
პითონის პრინტის ბიკინი ზოლიანი ქვედაბოლოთი. და რაც მთავარია აქსესუარები!
2. სამანტა ჯონსი
თუ სამანტა ხარ, მაშინ სუპერ ეფექტის მოხდენა გიყვარს: თამამი პრინტები, ფერები და სილუეტები. სამანტა ხშირად აკეთებს აქცენტს წელზე.
3. მირანდა ჰობსი
მირანდას პრინტების არ ეშინია, მითუმეტეს, თუ ისინი კლასიკური აქსესუარებითაა გაჯერებული. კომფორტულობა ყოველთვის მოწინავე პოზიციაზეა!
4. შარლოტა იორკი
შარლოტა კლასიკის დედოფალია. მოდური სილუეტები, მაღალ-წელიანი ბიკინი პრაქტიკული და დახვეწილია.