ამ სამოსის მთავარი კონსერვატიული ვარიაციები ათობით წლის განმავლობაში არ იცვლება. თუმცა, დიზაინერები ყოველ სეზონზე გვთავაზობენ კაბებს ახალი აქცენტებით. წარმოგიდგენთ ცნობილი კოლექციებიდან იდეალურ საქორწილო კაბებს.
ფერი
არაფერი ახალი-თეთრი კაბა მუდმივ კლასიკად რჩება, თუმცა ამჯერად ქათქათა თეთრის მაგივრად თბილ რძისფერ ტონალობას გვთავაზობენ, რომელიც კანზე დელიკატურად გამოიყურება.
Elie Saab
ფატა
რამდენიმე წლის შემდეგ დავიწყებული ფატა ბრუნდება-უფრო და უფრო მეტი დიზაინერი ამჯობინებს თავის მისით დაფარვას.
კრუჟაო
ახალ სეზონზე კრუჟაოც ბევრია-ის ან ლამაზი აპლიკაციითაა გამოხატული, ან ისევე ეკვრის კაბას, როგორც მეორე ფენა.
Pronovias
Elie Saab
NEW SEXY
აქ მთავარია არ გადააჭარბო. ღია მხრები, ღრმა დეკოლტე და შიშველი ზურგი, რომელიც შესაძლოა თხელი კრუჟაოთი დაიფაროს, კლასიკურ კაბას მგრძნობიარე იერს აძლევს.
Berta Bridal
შლეიფი
ყველანაირი დიზაინის კაბაზე მდიდრულმა შლეიფმა დიდი გამოხმაურება ჰქოვა საქორწილო კოლექციებში.
Monique Lhuillier
მუდმივი კლასიკა
ღია მხრები, ბიუსტის კრუჟაოთი გაფორმება და უზარმაზარი შლეიფი-ელეგანტური და ქალურია.
პომპეზურობა თუ ლაკონურობა?
დაივიწყეთ მათ შორის არჩევანი. დღეს დიზაინერები უბრალო, მარტივ გეომეტრიულკაბებს ოსტატურად უკერავენ მდიდრულ დეტალს.
Elie Saab