ბოდე ქალის გარდერობის უნივერსალური ელემენტია, ბოლო დროს კი გასაოცრად პოპულარული გახდა. ეს კომფორტული და პრაქტიკული ელემენტი ცნობილი ბრენდების ინსპირაციის წყაროა. ბოდეს უკვე აღარ მალავენ ტანისამოსის შიგნით, მათ მხოლოდ რთავენ.
თავიდან ბოდე ბალერინების, ტანმოვარჯიშეების, მოცეკვავეებისა და ცირკის არტისტების უნიფორმას წარმოადგენდა. 1980-იან წლებში კი უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაში იწყო ასახვა. პოპულარობის პიკზე სატელევიზიო გადაცემები იყო აერობიკაზე, რის შემდეგადაც ბოდემ შეიპინგის მოყვარული საზოგადოების გარდერობში დაიკავა ადგილი. ბოლო დროს კი ბოდე მეორეჯერ იბადება: ბევრისთვის ის მაისურისა და თეთრეულის შემცვლელია.
რასთან ჩავიცვათ ბოდე სამსახურში? ამ კომფორტული ელემენტის სხვადასხვა ვარიაცია უკვე საოფისე გარდერობშიც აისახა. ბოდე ადვილად ცვლის პერანგს და არაჩვეულებრივად ეხამება კლასიკურ შარვალს, განსაკუთრებით ტანზე მომდგარ სილუეტებს.
ბოდეს ტარება პრაქტიკულად ყველაფერთან ერთად შეიძლება. ის ყველა წონის გოგონებს უხდებათ. მოკლე სახელოების ბოდე არაჩვეულებრივად გამოიყურება პიჯაკის ქვეშ და ნებისმიერ ქვედაბოლოს საოცრად ეხამება. ერთადერთი ნივთი, რაზეც ბოდეს ტარება რეკომენდირებული არაა ლეგინსებია.
კრუჟაოთი გაწყობილი ბოდე კი საღამოს ტანისამოსს ერგება და თამამად შეძლებთ ამ სტილით ნებისმიერ ღონისძიებაზე დასწრებას. უკვე რამდენიმე სეზონია, ჰოლივუდის მოდური გოგონები ამ ტრენდს მრავალნაირად იყენებენ წითელ ხალიჩაზე. წითელი პომადაც ამ დროს განსაკუთრებულ ეფექტს ამატებს.