„ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია“-ეს გამონათქვამი მოდის სამყაროში ხშირად მართლდება. დიზაინერების ინსპირაციის წყაროს ხშირად წარმოადგენს წინა საუკუნის სხვადასხვა ეპოქა. გთავაზობთ სილამაზის ტრენდებს, რომლებიც არ გამქრალან და წელს სხვანაირი ინტერპრეტაციით დაგვიბრუნდნენ.
იყო: ნათელი კაშკაშა ფერის ტუჩები
გახდა: ომბრე
90-იანებში ამით ბრიტნი სპირსიც იწონებდა თავს. 2000-იანებში ტუჩის ფანქარს ოსტატურად ნაომი კემპბელი იყენებდა, რომელიც შემდგომ ომბრეში გადაიზარდა. მუქი კონტური და შუაში ღია ფერის ტონალობა ბუნებრივ ელფერს ქმნის.
იყო: წვრილი ნაწნავებით მიღებული ეფექტი თმაზე
გახდა: ბუნებრივად აჩეჩილი
90-იანების ცნობილი ეფექტი ახლა მოცულობით იერს იძენს. დღეს პოდიუმებზე ასახული ეს ტრენდი აქტიურად ახდენს ადაპტირებას ქუჩაში. ადრე, ოდნავ „დაკლაკნილი“ თმის ფორმა ადვილი და სწრაფი მისაღწევი იყო, ისევე როგორც ახლა-არანაირი ინსტრუმენტები!
იყო: ბრჭყვიალა ელფერი ტანსა და თმებზე
გახდა: ბუნებრივად კაშკაშა აქცენტი
ლაქი ბრჭყვიალებით ის ნივთი იყო, რომლითაც სკოლაში ვამაყობდით. ახლა ქაოტურად გაბნეული კაშკაშა აქცენტებია მოდური, ამ სახით ბრჭყვიალა ნივთიერებები სურათზე შესამჩნევი არ ხდება და კანს ბუნებრივ ბრწყინვალებას მატებს.
იყო: მაკარონის მსგავსი ლოკონები
გახდა: სანაპიროს სტილი
ქიმია, რომელსაც თავზე მოიხმარდნენ 2017 წელს ტრიუმფში გადაიზარდა. ოდნავ სველი თმის ელფერი ბუნებრივი ქიმია გახდა.
იყო: აფრიკული ვარცხნილობები და დრედები
გახდა: ბოჰემური ვარცხნილობა
დრედებსა და აფრიკული ნაწნავებს ახლა, ქაოტურად დავარცხნილ თმაზე, მარტივი ბუნებრივი ვარცხნილობა ჩაენაცვლა.