სტილის შეგრძნებასა და გემოვნებას ფულით ვერ იყიდი. ქალები, რომლებიც ამას ფლობენ ყოველთვის აღტაცების ღირსები ხდებიან.
ამალ კლუნი
ჯორჯ კლუნის მეუღლე წარმატებული უფლებადამცველი და ადვოკატია. მისმა სამსახურმა მის სტილზე განსაკუთრებული კვალი დატოვა. ამალი ყოველთვის ელეგანტურად გამოიყურება
ქეით ბლანშეტი
მსახიობი მუდამ მოდურად და მოხერხებულად იცვამს. მას ვერც ძალიან მჭიდრო კაბაში და ვერც ზედმეტად მაღალ ქუსლებზე ნახავთ. ის ყოველთვის გამოირჩევა წითელ ხალიჩაზე.
ჯიჯი ჰადიდი
სუპერმოდელი ქუჩის სტილს ირჩევს. პოდიუმს მიღმა ტანისამოსის შეხამებას ყოველთვის სწორად ახდენს.
ნატალია ვოდიანოვა
მოდელის ჩაცმულობა კარგი იმის მაგალითია, რომ თვალშისაცემი ღია ტანისამოსისა და კაშკაშა მაკიაჟის გარეშეც შეგიძლია იყო.
ვიქტორია ბექჰემი
ვიქტორიას არჩევანი ქუსლები და მუქი სათვალეა. მისი სტილი 2 სიტყვაში შეგვიძლია გამოვხატოთ: გლამური და სრულყოფილება.
ქეით მიდლტონი
ჰერცოგინია ჰარმონიულობით, ქალურობით, სინატიფითა და დახვეწილობით გამოირჩევა.
ბლეიკ ლავლი
ეს ჰოლივუდელი მსახიობი არამხოლოდ კინოში, არამედ ცხოვრებაშიც არაჩვეულებრივად გამოიყურება. მასზე ფოტოგრაფები და დიზაინერები გიჟდებიან, თავად კი ორიგინალურ სამოსზე გიჟდება.
ალისია ვიკანდერი
შვედი მსახიობი არამხოლოდ ჰოლივუდს, არამედ მოდურ ტაბლოიდებსაც იპყრობს.
მარიონ კოტილიარდი
იდუმალი ფრანგი. თუ დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ მისი ყველა ლუქი ჰარმონიული და იდეალურად არჩეულია.
ბელა ჰადიდი
როგორც სჩანს, ორივე ჰადიდს შესაშური გემოვნება გენეტიკურად აქვთ.
კარა დელევინი
ამბობენ, რომ მკვრივი წარბები სწორედ კარამ შემოიღო საყოველთაო მოდაში.
ოლივია პალერმო
ოლივია მოდის ინდუსტრიაში დიდიხანია მუშაობს, შეიძლება ამის დამსახურებაცაა, რომ არასდროს უშვებს მოდურ შეცდომებს.