სუპერმოდელს, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი Fashion for Relief აქვს, ბრენდ „დიზელთან“ ახალი კოლექციისთვის Child at Heart-სთვის გაერთიანდა. კოლექციაში მაისურები, ტოპები და პულოვერებია წარმოდგენილი ბავშვების ნახატებით. კოლექციით მიღებული შემოსავალი ფონდ The Children’s Every Last Child-ში გადაირიცხება.
კემპბელთან ერთად კამპანიაში ბარბარა პალვინი, რაილი მონტანა, და რობერტ დე ნიროს შვილი აარონ დე ნირო მონაწილეობენ.