ამერიკული კინოაკადემიის 89-ე დაჯილდოვება უკვე მოახლოვდა. ყოველ წელს, წითელ ხალიჩაზე ქალბატონები ორიგინალური კაბებით იწონებენ თავს. გავიხსენოთ ოსკარის ისტორიაში ყველაზე ცნობილი კაბები.
მერლინ მონრო
Charles LeMaire, 1951
50-იან წლებში სტილი მნიშვნელოვან ფორმირებას განიცდიდა. ჰოლივუდში სამი ქალბატონი ბრწყინავდა: მერლინ მონრო, ოდრი ჰეპბერნი და გრეის კელი. ისინი დიზაინერების მთავარ მუზებს წარმოადგენდნენ. ფილმმა, რომელშიც იმ წელს მერლინი მონაწილეობდა All About Eve, 6 ოსკარი მოიპოვა.
ოდრი ჰეპბერნი
Givenchy, 1954
მერლინ მონროსგან განსხვავებით, ოდრი ჰეპბერნმა საუკეთესო ქალის როლის შესრულებისთვის ოსკარი მოიპოვა. ჟურნალმა Time-მ ოდრის კაბა ისტორიაში ყველაზე ძვირფას კაბად დაასახელა.
გრეის კელი,
Edith Head, 1955
სტუდია Paramount-ის დიზაინერმა 8 ოსკარი მოიპოვა საუკეთესო კოსტუმების დიზაინისთვის. ის ეპოქის ლამაზმანებს არამარტო ეკრანზე, არამედ რეალობაშიც აცმევდა. გრეისის კაბა მისი შემოქმედების ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარია.
მადონა
Bob Mackie, 1991
მადონამ ბობ მაკი ცნობილი გახადა. მომღერალი ოსკარზე მაიკლ ჯექსონთან ერთად გამოჩნდა და უკვდავი მსახიობის მერლინ მონროს იმიჯი მოირგო.
ნიკოლ კიდმანი
Christian Dior, 1997
ნიკოლ კიდმანი და ტომ კრუზი ასევე ეფექტურად წარსდგნენ წითელ ხალიჩაზე. 1997 წლისთვის დიორის კაბა ფურორი აღმოჩნდა, რადგან ის სხვა მოდელებთან შედარებით ექსტრავაგანტური იყო.
გვინეტ პელტროუ
Ralph Lauren, 1999
ნიკოლის შემდეგ ტრიუმფი 25 წლის გვინტეს ერგო. ღია ვარდისფერი კაბა უბრალო თუმცა ძალიან ელეგანტური იყო. პელტროუმდე ამ ფერს არავინ ანიჭებდა უპირატესობას.
ანჯელინა ჯოლი
Atelier Versace, 2012
ანჯელინა ჯოლის ბარხატის კაბამ და მოშიშვლებულმა ფეხმა ოსკარზე ფურორი მოახდინა. სოციალურ ქსელებში ამგვარი გამოხმაურება აქამდე არცერთ კაბას ჰქონია.
ენ ჰეტვეი
Prada, 2013
ანჯელინა ჯოლის ფეხის შემდეგ, ენ ჰეტვეის მკერდი აიტაცეს. მსახიობი ვალენტინოს კაბას არჩევდა, თუმცა გაიგო, რომ მიმსგავსებულ კაბას ამანდა სეიფრიდი იცვამდა. ენმა პრადას ატლასის კაბა ბოლო მომენტში შეარჩია.
ჯენიფერ ლოურენსი
Christian Dior, 2013
დიორმა თანამშრომლობის მიზნით ეს კაბა ჯენიფერს საჩუქრად გადასცა. კაბამ პოპულარობა გოგონას მოუხერხებლობის გამოც მოიპოვა. პრიზის აღებისას ჯენიფერი კიბეებზე წაიქცა. ამიტომაც, კაბა ოსკარის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გახდა. მისმა ფასმა 4 მილიონ დოლარს მიაღწია.