გიუნტერ კრაბენჰოფტი (Günther Krabbenhöft) თვითგამოხატვას საოცარი, მარადიული სტილის შექმნით ახერხებს. ის ირჩევს მკაფიო ფერებს და კლასიკურ სტილს. „მე ყოველთვის ასე ვიცვამდი: სამსახურშიც და სავარჯიშოდაც. მინდა საკუთარ თავს სიამოვნებით ვუყურებდე. ეს შნაგანი სამყაროს ერთგვარი ასახვაცაა.“ გიუნტერის გარდერობი და ცხოვრებისეული შეხედულებები ბევრ ადამიანს შთააგონებს.
ზოგიერთი წყაროს მიხედვით ის 104 წლისაა, ზოგიერთი კი მას 70 წლის მამაკაცად იხსენიებს. ეს მოდური „ბაბუა“ თავად ასაკს მალავს და არცერთ მოსაზრებას არ ადასტურებს. მისი მთავარი მესიჯია, რომ ასაკი არ უნდა განსაზღვრავდეს იმას, თუ როგორ ვირჩევთ საკუთარი თავის წარმოჩენას სამყაროს წინაშე.