დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ იტალიის კულტურული მემკვიდრეობით ნაკარნახევი კოლექცია კიდევ ერთხელ, ამჟამად იტალიური ტექნიკის ბრენდ Smeg– თან ერთად შექმნეს.
ორიგინალური დიზაინის მქონე მაცივარი შეზღუდული რაოდენობით, 100 ცალი დაამზადეს, მასზე მხატვრები მუშაობდნენ და მრავალფეროვანი ნახატები ხელით შექმნეს, ოსტატები თავად დოლჩემ და გაბანამ შეარჩიეს.
,,მიუხედავად იმისა,რომ ჩვენი კომპანიები სრულიად სხვადასხვა სექტორია, ჩვენ ვიზიარებთ კრეატივისა და ინოვაციის შექმნის სურვილს, ვამახვილებთ ყურადღებას ხარისხსა და დეტალებზე. რაღა თქმა უნდა საერთოა სიყვარული იტალიისადმი“-აცხადებენ დიზაინერები.
მაცივრების შეძენა ამჟამად 50,000 დოლარად ამერიკაშია შესაძლებელი.
,,ყველა დეტალი (სიცილიური ეტლები, მარიონეტები, ლიმნები და ხილი) უნიკალურია, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ყვება იმ მთავარ ამბავს, რომელიც ჩვენი ბრენდის იდენტობას განსაზღვრავს“– ამბობს დოლჩე.