ლითონის ნაკეთობათა საწარმო K Group უკვე 7 წელია ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი და ერთგულად ემსახურება თავის მომხმარებლებს. აღნიშნული კომპანია მოწინავეა სამშენებლო მიმართულებით, რომელიც დამკვეთს სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებულ ლითონის პროდუქციას. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა K Group-ის დამფუძნებელ კორნელი ხვედელიძეს.
გვიამბეთ K Group-ის დაარსების ისტორია.
სტუდენტობის დროს ვმუშაობდი მსგავსი ტიპის საწარმოში. შევისწავლე ყველაფერი და შემდეგ შევქმენი საკუთარი კომპანია K Group-ის სახით. 7 წლის წინ დაარსდა იგი და ყოველდღიურად ვვითარდებით და ვიზრდებით. თავდაპირველად საწარმოში ორი თანამშრომელი ვიყავით, შემდგომ კი ჩვენი რაოდენობა 50-მდე გაიზარდა.
რა სახის პროდუქციას სთავაზობს K Group მომხმარებელს?
K Group სამშენებლო კომპანიაა და შესაბამის პროდუქციას სთავაზობს მომხმარებლებს. თუმცა ჩვენს მთავარ პროფილს ლითონის ნაკეთობათა საწარმო წარმოადგენს, რომელიც მუშაობს ჭიშკრებზე, მოაჯირებზე, გისოსებსა და მრავალი სხვა სახის ლითონის პროდუქციაზე, ასევე ინდუსტრიულ მშენებლობაზეც, რაც გულისხმობს ლითონის დიდი კონსტრუქციების დამზადებას. ვინაიდან ახალი დადგენილების თანახმად, აუცილებელია ყველა შენობისთვის ლითონის სახანძრო კიბის მოწყობა, ამ მიმართულებითაც ბევრი შემოთავაზება გვაქვს მსხვილი სამშენებლო კომპანიებისგან. პროდუქციის შექმნის დრო დამოკიდებულია მისსავე სირთულეზე.
გვესაუბრეთ პროდუქციის შეძენის პროცედურაზე.
ვინაიდან პროდუქციის ძალიან ფართო არჩევანს ვთავაზობთ მომხმარებელს და მათი ერთ სივრცეში დატევა ფიზიკურად შეუძლებელია, არ გვაქვს show room-ი. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ შეკვეთებზე. რაც შეეხება დიზაინს, მომხმარებელს მისი შერჩევა შეუძლია ჩვენთანაც და მათ მიერვე წარმოდგენილი ნიმუშითაც.
გვესაუბრეთ პროდუქციის ხარისხისა და ფასის შესახებ.
K Group ერთადერთი კომპანიაა საქართველოში ამ მიმართულებით, რომელიც 100%-ით დასრულებული სახით აწვდის პროდუქციას მომხმარებელს, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია დამკვეთს შევთავაზოთ ბეტონის, მონტაჟის, შეღებვისა და სხვა მომსახურებები. შესაბამისად, მას, ვინც ჩვენ გვაძლევს შეკვეთას, აღარ უწევს სხვაგან დამატებითი რესურსის მოძიება. ჩვენი საწარმო ხარისხზეა ორიენტირებული. K Group ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ლითონს ამუშავებს, რაც გულისხმობს შეღებვამდე ქვიშით წმენდას. ეს კი თავისთავად ხელს უწყობს ლითონს, რომ უფრო დიდხანს შეინარჩუნოს თავისი იერსახე. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული ნაკეთობების ფასები მეტად სტაბილურია. პანდემიის დროსაც კი, როდესაც მასალის ფასი საგრძნობლად გაიზარდა, ჩვენი პროდუქციის ღირებულება უცვლელი დარჩა.
გვიამბეთ პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან დაკავშირებით.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის პარალელურად, არათუ მივიღეთ რაიმე ტიპის ზარალი, არამედ გავიზარდეთ და განვვითარდით კიდეც. შესაბამისად, ჩვენ, პანდემიის მიუხედავად, შეკვეთების სიმრავლიდან გამომდინარე, ერთგულად ვემსახურებით მომხმარებელს. ერთადერთი სირთულე, რაც ამ გარემოებამ გააჩინა, არის ის, რომ პროდუქციის მიწოდებას შედარებით მეტი დრო სჭირდება.
რამდენად დიდია K Group-ისადმი დაინტერესება სხვა დიდი სამშენებლო კომპანიების მხრიდან?
დაინტერესება საკმაოდ დიდია. ჩვენ მრავალჯერადად ვთანამშრომლობთ ისეთ დიდ კომპანიებთან, როგორებიცაა: m2, Anagi Development და Element Construction. ამჟამად ვაფორმებთ ხელშეკრულებას Archi-სთანაც. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სრული სია, რადგან ჩვენი კომპანიისადმი დაინტერესებულთა რაოდენობა დღითი დღე იზრდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველა კომპანია, რომელსაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება ჩვენს საწარმოსთან, კვლავაც გამოთქვამს K Group-თან თანამშრომლობის სურვილს.
K Group-ის სამომავლო გეგმები.
უპირველეს ყოვლისა, ვაპირებთ მდებარეობის შეცვლას. ზაფხულში ჩვენს კომპანიას ექნება სრულიად ახალი ტექნიკა, რაც გაამარტივებს მუშაობის პროცესს. მინდა, დიდი სიხარულით გაცნობოთ, რომ ძალიან მალე ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საწარმო ვიქნებით, რომელიც ლითონის უმაღლესი ხარისხის ნაკეთობებს შესთავაზებს მომხმარებელს. ჩვენი მიზანია, საზღვარგარეთაც შევძლოთ K Group-ის ლითონის ავეჯის გატანა. შესაბამისად, ჩვენი გეგმაა კვლავაც უწყვეტი ზრდა და განვითარება.
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი