რობერტ დაუნი უმცროსმა და მისმა მეუღლემ, პროდიუსერმა სუზან დაუნმა ჰამპტონში მდებარე სახლი მოაწყვეს.
,,გვინდოდა რაღაც განსხვავებული შეგვექმნა, ამიტომაც ცოტათი უცნაური და სახალისო გზა ვიპოვეთ“– ამბობს რობერტი და მართლაც, წისქვილის ვიზუალის მქონე შენობაში ბევრ არაორდინალურობას შეხვდებით, რაც ექსტერიერის დანახვისასაც ცხადია და მაშინაც, როცა სახლთან უცნაურ სკულპტურებსაც აღმოაჩენთ.
ექსცენტრიული სტილის მქონე საცხოვრებელი წყვილის გემოვნებას მოერგო და მათი 2 შვილის – 5 წლის ექსტონისა და 3 წლის ავრის კომფორტიც გათვალისწინებულია.
სახლს აუზთან ახლოს კი ბარი და მისაღები ოთახი აქვს.
,, აქ უზარმაზარ დროს ვატარებთ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად“– ამბობს სუზანი.
რაც შეეხება ინტერიერს, მრავლად არის გამორჩეული ნივთები, თამამი ფერები და სხვადასხვა ექსცენტრიული აქცენტი.