ლუი ვიტონმა პარიზში ახალი მაღაზია სწორედ იქ გახსნა, სადაც 160 წლის წინ ბრენდის ისტორია დაიწყო.
მე18 საუკუნის შენობა ლუი ვიტონის პირველი მაღაზია იყო, რომელზეც ვერსალის სასახლის არქიტექტორმა ჯულს–ჰარდუინ მანსარტმა იმუშავა. დღეს ეს მისამართი გაცოცხლებულია, რაშიც მოდის სახლს არქიტექტორი პიტერ მარინო დაეხმარა.
ბოლო 300 წლის მანძილზე შენობაში სამეფო კარის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ, 2 Place Vendôme–ის ამ შენობაში, მას შემდეგ ინტერიერის დიზაინის მნიშვნელოვანწილად შეცვლილია, ერთ–ერთი მთავარი გადაკეთება 1980–იან წლებში მოხდა.
ისტორიული ფასადის მიღმა, მარინომ ტრადიციული სტილი ინოვაციურთან შეათანხმა და ფრანგული ისტორია ულტრა–თანამედროვეობასთან ერთადაა წარმოდგენილი.