როცა ამინდი პირქუშია და სახლში დარჩენას არაფერი გვირჩევნია, ამ არჩევანს კიდევ უფრო კომფორტულს შესაბამისი ავეჯი ხდის.
თანამედროვე ცხოვრების პირობებიდან და რიტმიდან გამომდინარე დასვენებას ხშირად ვერ ვახერხებთ, თუმცა ჩამოთვლილი ორიგინალური ავეჯი უქმეებსა ან სამსახურიდან დაბრუნების დროს მოახერხებს, რომ კარგად გამოძინებასა და რელაქსაციაში დაგვეხმაროს. მასზე დიზაინერები მუშაობდნენ და სრულად გაითვალისწინეს ყველა ის დეტალი, რაც კომფორტული დასვენებისთვის მნიშვნელოვანია.
დაწნილი სკამი
სკამი, რომელშიც შეგიძლია კომფორტულად მოთავსდე, ჩაიცვა თბილი სვიტერი და ჭიქა ყავა/ჩაი მოიმარჯვო.
პუფი
პუფი ერთი პერსონის იდეალური კომფორტისთვის.
სარწეველა
სკამი, რომელში ძილიც ბავშვობას მოგაგონებთ.
მუხლუხო
ტახტი, რომელშიც ჩაეფლობი
პლედი
ცივ დღეებში პლედი საუკეთესო გამოსავალია, მით უფრო თუ ის ასე გამოიყურება.
ჩახუტება
ასე თბილად შეგიძლიათ, სახლში მთელი დღე კარგად გამოიძინოთ.
ბურთულები
საწოლი, რომელიც სრულად ერგება თქვენს ფორმას.
ბუდე
იმისთვის, რომ თქვენი სახლი ნამდვილად იქცეს თქვენს საყვარელ ბუდედ.