მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროს ნომრის ფასი მხოლოდ ერთი დღით 103,000 $– ია.
სასტუმრო Hotel President Wilson in Geneva შვეიცარიაში მდებარეობს, რომელიც ევროპის ყველაზე დიდი კომპლექსია, პანორამული ხედებით შენობა ჟენევის ტბასა და მონბლანს გადაჰყურებს.
სასტუმროს პენტჰაუსს, რომელსაც საკუთარი ლიფტი ემსახურება, 12 საძინებელი, დიდი ტერასა და 2 ჯაკუზი აქვს.
სასტუმროს ნომრებში უზარმაზარი ტელევიზორი, როიალი და HERMES-ის სააბაზანო აქსესუარებია.
ეს ფუფუნების ადგილია, რომელსაც ნებისმიერ არდადეგებზე ვერ ეწვევი, თუმცაღა თუ 103,000 $ გაქვთ, აქ ერთი დღით დარჩენას შეძლებდით.