თქვენ შეგიძლიათ ზუსტად იგივე ფასად, მდიდრული ვილაც შეიძინოთ, თუმცა პენტჰაუსის უპირატესობა დამახასიათებელი კომფორტი და ქალაქის შუაგულში ყოფნაა.
არ არის გასაკვირი, რომ ბევრი ვარსკვლავის მფლობელობაში პენტჰაუსია, რადგან უბრალოდ მისი შეძენის საშუალება აქვთ და ასე პაპარაცებსაც ადვილად ემალებიან.
6. ჯონი დეპი
ჯონი დეპს ლოს–ანჯელესში რამდენიმე პენტჰაუსი ჰქონდა, თუმცა ამბერ ჰარდთან განქორწინების შემდეგ, ყველას გაყიდვა გადაწყვიტა. ორი მათგანი უკვე გაიყიდა $4.2 და $3 მილიონად, თუმცა კიდევ ერთი ახლა $2.5 მილიონად იყიდება, რომელსაც 2 საძინებელი და 2 სააბაზანო, სტუდიოს ტიპის მისაღები და სამზარეულო აქვს.
სახლში დიდი ფანჯრები, უზარმაზარი აუზი და სპაც არის.
5. ჯენიფერი ლოპესი
ჯენიფერ ლოპესის პენტჰაუსს 4–საძინებელი, 6 სააბაზანო და ვრცელი მისაღები ოთახი აქვს.
ასევე ჯადოსნური გარე ტერასა რომელიც მედისონის პარკს გადაჰყურებს. პენტჰაუსის ფასი 27 მილიონი დოლარია.
4. ტომი ჰილფიგერი
ტომი ჰილფიგერის სახლში სტუმრობით თქვენ სიმდიდრეში შეაბიჯებთ. ვიქტორიანული სტილის სახლს 4 საძინებელი აქვს, რომელიც სათითაოდ ინდივიდუალური, სპეციფიკური თემატიკით გამოირჩევა. ჰილფიგერმა სახლის ფასი ცოტა ხნის წინ დაწია და ახლა ის 50 მილიონი დოლარი ღირს.
3. როსი ო' დონელი
როსის პენტჰაუსი ტრიპლექსია. თანამედროვე სტილის ბინა ნიუ იორკის ხედს გადაჰყურებს.
სახლს სახურავზე ტერასა აქვს, სადაც გარე–სამზარეულოც არის, ასევე ლაუნჯი და აუდიო სისტემა. ეს ყველაფერი თქვენ 8 მილიონი დოლარი დაგიჯდებათ.
2. გვინეტ პელტროუ
თუ ბეწვის ხალიჩები თქვენი სტილია, მაშინ გვინეტ პელტროუს პენტჰაუსი თქვენთვისაა, თუმცა ეს მისი ერთადერთი უპირატესობა რა თქმა უნდა არ არის. მისაღებ ოთახში დაკიდულ დივანსაც კი შეხვდებით, სკამების ნაცვლად კი (იაპონურ სტილში), სტუმრებს გვინეტი ბალიშებზე ათავსებდა.
სახლი 10,7 მილიონი დოლარი ღირს.
1. კიმ კარდაშიანი
Kim Kardashian–ს პენტჰაუსი არ შეუძენია, თუმცა მანჰეტენზე 30 მლნ დოლარიან სახლში დარჩა, სადაც ერთი დღის გატარება 10,000 დოლარი ღირს.
ღია ტერასიდან პანორამული ხედი მანჰეტენს გადაჰყურებს, იქვე სასადილო სივრცე და სამზარეულოა–ზაფხულის დღეებისთვის. სახლს საუნა, სპორტული დარბაზი, აუზი, 6 სააბაზანო და 5 საძინებელი აქვს.