1. თაროები, სადაც ყველა ის ნივთი და წიგნი განთავსდება, რომელიც ყველაზე მეტად წარმოაჩენს თქვენს სამყაროს.
2. შეიძინეთ ლამაზი და ხარისხიანი პირსახოცები, რომელსაც სიამოვნებით გამოიყენებთ და სტუმრებსაც სიამაყით შესთავაზებთ.
3. მცენარეები სახლში სიმყუდროვეს ქმნის, მნიშვნელობა არ აქვს თქვენ ნაქირავებ ბინაში იმყოფებით თუ საკუთარ სახლში, ის მუდმივობის და სიმშვიდის შეგრძნებას ინტერიერში შემოიტანს.
4. არ დაგენანოთ რესურსი, რომ კომფორტული მატრასი შეიძინოთ ან ე.წ ,,საწოლის თავი“ გააფორმოთ.
5. დაიწყეთ შეგროვება, კოლექციის ძვირფასი ნივთები თქვენ ყველა სასიამოვნო მოგონებას მუდმივად გააცოცხლებს.
6. დაემშვიდობეთ 1 $ ად შეძენილ იაფფასიან აქსესუარებს, შეცვალეთ ის შედარებით ძვირადღირებული და ,,მუდმივი“ ნივთებით.
7. შემატეთ ინტერიერს ლამაზი და სურნელოვანი სანთლები.
8. ტუმბო , ან მცირე ზომის მაგიდა საწოლის ორივე მხარეს ფენ შუის მიხედვით ბალანსს ქმნის და ადამიანების ერთგვარი შემაკავშირებელია.
9. საწოლზე ან დივანზე გადაფენილი პლედი დამატებითი შტრიხია ოთახის ინტერიერში,რომელიც დასრულებულ ვიზუალს იძლევა.