კომპიუტერული გრაფიკის და სპეცეფექტების ეპოქაში თითქოს დაგვავიწყდა, რომ ბევრი ფილმი შთამბეჭდავ და გრანდიოზულ დეკორაციებზე იგება. წარმოგიდგენთ ყველაზე მასშტაბურ დეკორაციებს, რომლებიც ფილმებისთვის რეალურად ააგეს.
#1 ინტერსტელარი 2014
ფილმის ამ სცენაში მსახიობი ოთხგანზომილებიან კუბში ვარდება და ცოტამ თუ იცის, რომ დეკორაცია რეალური იყო.
#2 მატრიცა 2003
გზის სცენა ისეთი რთული იყო, რომ 3 კვირა იღებდნენ. ამ დროით გზატკეცილის განთავისუფლება ძვირადღირებული და პრობლემური გახდა.
#3 ობლივიონი 2013
როცა რეჟისორს საოცარი არქიტექტორი ჰყავს, ფილმში შთამბეჭდავ დეკორაციებს უნდა ველოდოთ. მან ეს საჰაერო ბაზა თავად დააპროექტა და ააშენებინა.
#4 შურისმაძიებლები 2015
მარველი მიუხედავად ეფექტებისა, ჩვენ გაოცებას მაინც ახერხებს. გრანდიოზული დეკორაცია: სუპერგმირების შტაბი კომპანიამ ააგო.
#5 ალისფერი პიკი 2015
გილერმო დელ ტორო კომპიუტერულ გრაფიკას არ ენდო და სამსართულიანი სასახლე ააგო, რომელსაც 7 თვე დასჭირდა.
#6 ბეტმენი 1989
ოსკარი საუკეთესო დეკორაციისთვის - ტიმ ბარტონს ქალაქი გოთემის შესაქმნელად 55 მილიონი $ და ნიჭი დასჭირდა.
#7 ვარსკვლავური ომები 1983
80-იანებში ფანტასტიკის გადაღება მხოლოდ მათ შეეძლოთ, ვინც მუყაოსგან კოსმიურ ხომალდს ააგებდა.
#8 შავი რაინდი 2008
ხანხადან დეკორაციას იმისთვის აგებენ, რომ შემდეგ კადრში ეფექტურად გაანადგურონ. ასე გააკეთა კრისტოფერ ნოლანმაც "შავი რაინდისთვის".
#9 ტროა 2004
გიგანტური ცხენი.
#10 გადარჩენილი 2015
ფილმში ძალიან ბევრი რეალისტური დეკორაციაა, მაგალითად, თავის ქალებისგან აგებული გორაკი.