სან ფრანცისკოში ქორწილისა და სხვადასხვა ღონისძიების დამგეგმავმა კომპანია Floramor–მა დღეისთვის ყველაზე ცნობილი ვარსკვლავების– ბრიტნი სპირსის , ლეიდი გაგას, ბიონსეს, ქეითი პერის, ჯენიფერ ლოპესისა და ფერჯის სტილის შთაგონებით, არც მეტი არც ნაკლები, სადღესასწაულო სუფრა გააწყო.
,,მუსიკა ხომ მთავარი ძალაა ჩვენი განწყობის შესაქმნელად და ამასთან ერთად ის განუყოფელი ნაწილია წარმატებული ღონისძიების ჩატარებისას. თითოეული ვარსკვლავი, რომელიც შევარჩიეთ, ჩვენთვის ამ მუხტის მატარებელია, ყველა მაგიდის დეკორაციაც ზუსტად ასახავს იმ აღქმას, რომელიც მე როგორც დიზაინერს, სუბიექტურად მიჩნდება ამ ვარკსლვავების დანახვისას, მათი მუსიკის და პერფორმანსების მოსმენისას“ – ამბობს Floramor –ის დიზაინერი ლორა ლითლი.
ვნახოთ, როგორ გამოიყურება საინტერესო ექსპერიმენტი.
ბრიტნი სპირსი
პოპ–პრინცესას რომანტიკული სუფრა აქცენტირებულია ვარდებით, მარგალიტით და დაკიდული განათებით,რომელიც სანთლის შუქს ასხივებს. მაგიდის სარკის ზედაპირი კი მოდერნისტულ სტილს მატებს.
ლეიდი გაგა
ლეიდი გაგა მისი სითამამით ცნობილია, მაგიდის დეკორაციის შერჩევისას ინსპირაციაც ასეთი უნდა ყოფილიყო. გიგანტური ხელოვნური ყვავილი და მაგიდის სისხლისფერი წითელი გადასაფარებელი ვარსკვლავისთვის შესაფერისი სტილია.
ბიონსე
ბიონსეს ულტრა–გლამურული მაგიდა გაფორმებულია თვალისმომჭრელი ოქროსფერი და ბრჭყვიალა კრისტალებით, რომელიც R&B–ის დედოფლის ბრწყინვალებას ასახავს.
კეტი პერი
მომღერლის კლიპი სახელწოდებით"California Dreams" დიზაინერისთვის შთაგონება აღმოჩნდა სუფრა ტკბილეულით გაეწყო, მთავარი აქცენტიც სწორედ კანფეტებზეა.
ჯენიფერი ლოპესი
ჯეი ლოს მაგიდა უთვალავი კრისტალით, მდიდრული შანდლებითა და მბრწყინავი ვერცხლისფერი აქცენტებით მოირთო.
ფერჯი
Louboutin–ის ფეხსაცმელი ვარსკვლავების არჩევანია, ფერჯი კი რა თქმა უნდა მათ სიაშია. მკვეტღი წითელი და შავი ფერების შეხამება, ვარდები და კვლავ მეტალით გაწყობილი Louboutin–ის ფეხსაცმელები– ეს ფერჯის სტილია.