,,The Villa Les Cèdres“ 187-წლის წინ აშენებული ნაგებობაა, რომელიც საფრანგეთის სამხრეთით მდებარეობს.
ყველაზე ძვირფას სახლს, 14 საძინებელი აქვს და 5486 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული.
ვილა 1830 წელს აშენდა და მისი მაცხოვრებელი 1904 წელს ბელგიელი მეფე ლეოპოლდ მეორეც იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, სახლი ცნობილი ლიქიორის (Marnier-Lapostolle) დამამზადებლის ოჯახმა შეიძინა.
მათი შთამომავლები კი ახლა უზარმაზარ სასახლეს 410 000 000 $–ად ყიდიან.