ჩარლზ დიკესის 7–საძინებლიანი სახლი 4,8 მილიონ დოლარად იყიდება!
მისი სახელია ,,Black House”,რომელიც ახალმა მეპატრონეებმა დიკენსის ნოველის მიხედვით დაერქვეს, გამოჩენილი მწერლის სახლში ცხოვრების პერიოდში კი ის ,,Fort House” იყო.
შენობა მდებარეობს კლდეზე, რომელიც ჩრდილო–ფორლანდს და ვიკინგ ბეის გადაჰყურებს.(ინგლისი, კენტი)
სწორედ აქ დაიწერა ,,დევიდ კოპერფილდი“. ოთახში, რომელიც ულამაზეს ზღვის ხედებს დიდი ფანჯრიდან გადაჰყურებდა მწერალი საწერ მაგიდას მიუჯდა და დაუვიწყარი ნაწარმოების წერა დაიწყო, (მაგიდა დღესაც ინახება).
ნაგებობა 1801 წლისთვის აშენდა, გარკვეული ნაწილი კი მოგვიანებით მიემატა.
ამჟამინდელმა მფლობელებმა სახლი გასაყიდად მოამზადეს, გადააკეთეს, განაახლეს და ბევრ დეტალს რესტავრირება გაუკეთეს.
სახლს რამდენიმე მისაღები ოთახი, სააბაზანო და კაბინეტი აქვს. ძირითადად, ყველა ოთახი ზღვის ხედით არის. ინტერიერი გამოირჩევა მასიური ხის იატაკითა და ფანჯრებით, ბუხრითა და დეკორატიული ელემენტებით.