დაწნილი კალათები
რომელიც სათავსოების ფუნქციას შეითავსებს და ფუმფულა პირსახოცებსაც ადვილად დაიტევს.
ოვალური ნიჟარა
ასეთი ნიჟარა, რომელიც პატარა ჯამს ჰგავს, უფრო პატარა ადგილს იჭერს ვიდრე ოთხკუთა ფორმის და ვიზუალურადაც აბაზანის დანარჩენ სივრცეს ზრდის.
გადატვირტული იატაკი და სადა კედლები
დეკორირებული იატაკის ფილები , სადა კედლის ფილებს შევუხამოთ იმისთვის რომ სააბაზოში ვიზუალურად სივრცე არ შთანთქას.
ძელები პირსახოცისთვის
პირსახოცის დასაკიდი ძელის ნიჟარის თავზე მოთავსება მოსახერხებელიცაა და კედელზე ადგილსაც საგრძნობლად გამოათავისუფლებს.
იგივე იატაკის ფილის გაგრძელება საშხაპეშიც
ასე სააბაზანო ვიზუალურად იზრდება.
ეცადეთ კუთხეები მოამრგვალოთ
ასე ავეჯი უფრო მცირე ზომის და ჰაეროვანი გამოჩნდება.
არ დაივიწყოთ თაროები
თუ თქვენს სააბაზანოში სათავსოს ადგილი არ არის, მის მაგივრობას თარო გასწევს, რომელიც ყოველდღიური მოხმარების ნივთებს ადვილად დაიტევს.
აირჩიეთ უჩვეულო ფერის აქცენტი
მაგალითად ასეთი ოქროსფერი აქსესუარები, რომელიც ოთახს დეკორატიულ ელემენტს შესძენს და უფრო ღიას და სივრცულს გამოაჩენს
სრიალა კარი
ზოგავს ადგილს და არც სააბაზანოს და არც გარე სივრცეს მოაკლებს ადგილს.