ანეჟკა კასპარკოვა 90 წლის ჩეხი ქალბატონია,რომელმაც პატარა სოფელი ლუკა საკუთარ გალერეად აქცია. მისი მიზანი მშობლიური კუთხის გალამაზებაა, ამისთვის ის ყოველ ზაფხულსა და გაზაფხულზე შენობებს ხელით ნახატი ფერადი ყვავილებით აფორმებს.
უნიკალური დიზაინით ანეჟკა სახლის ფანჯრებსა და კარებზეც ხატავს, რაც მის ჰობად იქცა და ამაში მაგალითი მისი თანამემამულე ქალბატონი იქცა, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ალამაზებდა სოფელს.
ანეჟკა მკვეთრი ლურჯი საღებავის გამოყენებით ურთულეს მხატვრულ შტრიხებს ასრულებს. შთაგონება სამხრეთ–ჩეხური, მორავიული სტილია.
ის უკვე ცნობილია, როგორც 90 წლის მხატვარი,რომელიც უანგაროდ აკეთებს საქმეც, რომელიც უყვარს.
ასაკი მართლაც მხოლოდ რიცხვია, განსაკუთრებით მაშინ თუ არც კრეატივი გაკლია.