პოლონეთის პატარა სოფელ ზალიპში, მობინადრემ გადაწყვიტა სახლის ჭერში ყვავილი დაეხატა, მიზეზი ღუმელისგან გაჩენილი ჭვარტლის ლაქა იყო. იმ დროს, გამწოვი სისტემა სუსტი იყო და ასეთ ლაქებს ყველა სახლში შეხვდებოდით, ასე მოხდა, რომ მათ დასაფარად ყველა სხვა დანარჩენმა ზალიპელმაც ხელოვნებით გადაფარა თვალშისაცემი ლაქა.
თანდათან მოხატული ყვავილები მთელ სოფელში გავრცელდა, მათ სახლებზე, თავლაში, ხიდებსა თუ ტაძრებზე შეხვდებოდით. 1948 წლიდან კი ყოველ გაზაფხულზე სოფელში მოხატული კოტეჯების შეჯიბრიც კი იმართებოდა.
ზალიპი სამხრეთ პოლონეთში, კრაკოვიდან 90 წუთის სავალზე მდებარეობს და ერთ–ერთი საუკეთესო სანახაობაა მათთვის, ვისაც მოგზაურობა ხიბლავს და უნიკალური, სამახსოვრო ადგილების მონახულება უყვარს.