მნიშვნელობა არ აქვს, ცხოვრობთ მყუდრო სტუდიოს ტიპის ბინაში თუ უბრალოდ სურვილი გაქვთ პატარა ოთახის სივრცე მაქსიმალურად გამოიყენოთ, ეს რჩევები მიზნის მიღწევაში და ლამაზი დეკორის შექმნაში დაგეხმარებათ.
შექმენით ,,ზონები“
დაფიქრდით , რისთვის იყენებთ კონკრეტულ ოთახს, არის ეს თქვენი სამუშაო კუთხე, ადგილი სადაც მიირთმევთ, თუ მშვიდი სივრცე განტვირთვისთვის და დასაძინებლად. გამომდინარე იქიდან თუ რა მიზნებს ემსახურება ოთახი, თქვენ უნდა გამოყოთ პატარა ზონა ყველა საჭირო დანიშნულებისთვის.
მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა კი მარტივად შეიძლება ფარდებით, ან ავეჯით (მაგალითად, მაგიდით და სკამით) და განსხვავებული ფერის კედლით , როგორც ფოტოშია ნაჩვენები. (ორიგინალურ ფერად შეღებილი კუთხე გასასვლელზე მიანიშნებს).
ავეჯის საუკეთესო ტრანსფორმაცია
ყველაზე მნიშვნელოვანია ნივთები , რომელსაც მრავალი დანიშნულება აქვს. ასეთია მაგალითად ტახტი , რომელიც საჭიროების შემთხვევაში სტუმრის საწოლად იქცევა , ან პატარა ოთხკუთხა, მყარი პუფები , რომელიც ჟურნალის მაგიდის ან სკამის ფუნქციას შეითავსებს.
,,მოატყუე თვალი"
სივრცის ვიზუალურად გაზრდისას სარკის გამოყენება საუკეთესო შედეგს იძლევა.
მცირე ზომის ავეჯი
შეარჩიეთ ავეჯი , რომელსაც მაქსიმალური ფუნქცია და მინიმალური გაბარიტი აქვს. მაგალითისთვის , ერთ დიდ ყავის მაგიდას 2 მცირე ზომის მაგიდით ჩაანაცვლებთ და ასე საჭირო დროს , მათ ადგილსაც მარტივად შეუცვლით.