ეს 100 მილიონი ღირებულების სახლი იმის დამადასტურებელი ფაქტორია, თუ რატომ არ სურდა მელანია ტრამპს თეთრ სახლში გადასვლა. შუაგულ მანჰეტენზე, სახლი ტრამპის ცათამბჯენის უკანასკნელ სამ სართულს იკავებს. ინტერიერი ძველ ფრანგულ როკოკოს სტილშია გაფორმებული: მარმარილოს სვეტები, კრისტალებით მორთული ჭაღები, ფრესკები და ოქროთი მოვარაყებული ავეჯი: ასეთ ატმოსფეროში თავს დედოფლად იგრძნობ. მითუმეტეს მაშინ, როცა ერთ-ერთი სავარძელი საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო მეთხუთმეტეს ეკუთვნოდა. ბინის ერთ-ერთი ღირსება ცენტრალურ პარკზე გამავალი პანორამული ფანჯრებია.