თუ ჰოგვარტსიდან წერილს მთელი ბავშვობა ელოდით და დღემდე გჯერათ, რომ სადღაც, ფოსტაში დაიკარგა, ორეგონის შტატში, ევერგრინის საშუალო სკოლაში გაემგზავრეთ. მე-7 და მე-8 კლასის მასწავლებელმა საკლასო ოთახი იმ საოცარ სამყაროდ აქცია, რომელშიც ჰარი პოტერი მეგობრებთან ერთად სწავლობდა: "ჰოგვარტსში წასვლა ჩემი უდიდესი ოცნება იყო. როცა მასწავლებელი გავხდი, გავაანალიზე, რომ ბავშვობის ოცნების ახდენა შემეძლო."-აცხადებს კაილი ჰაბლერი.
5 კვირის და 70 საათი მუშაობის შემდეგ, მასწავლებელმა ნამდვილი მაგია მოახდინა და ახალი სასწავლო წლისთვის სკოლაში ჯადოსნური ადგილი მოაწყო. აღსანიშნავია, რომ როულინგის მიერ შექმნილი სამყაროს ფანმა, ხარჯები საკუთარი ჯიბიდან დაფარა. "ხანდახან რთულია იყო ბავშვი და წიგნების კითხვა საუკეთესო საშუალებაა გაექცე სამყაროს. "ჰარი პოტერმა" დიდი და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩემზე."