მერლინ მონრომ ბევრი სახლი და მდიდრული აპრატამენტი გამოიცვალა, თუმცა საკუთარი სახლი არასდროს ჰქონია. 1962 წელს კი პირადი ექიმის რჩევით სახლის შეძენა გადაწყვიტა, სადაც გარდაცვალებამდე იცხოვრა. 236 კვადრატული მეტრი სივრცე 4 საძინებელს და 3 სააბაზანოს მოიცავს. აქ ასევე საბავშვო ოთახი, სასადილო და კაბინეტია. სახლის შიდა ეზოში აუზი, ყვავილები და ფორთოხლის ბაღია. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში სახლმა რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა, აქ თითქმის ყველაფერი მაინც უცვლელი რჩება:
სახლი კალოფორნიის წყნარ უბანში მდებარეობს. ასეთ მშვიდ ადგილს მერლინი დიდხანს ეძებდა.
ინტერიერში დიზაინის ისეთი ელემენტებიც კია შენარჩუნებული, რომლებიც მსახიობს მოსწონდა. გამოცემა Life-თან ინტერვიუში მონრომ მოგვიყვა, რომ მექსიკაში სპეციალურად გაემგზავრა, რათა ექსკლუზიური მაღაზიები და ქარხნები მოენახულებინა, სადაც ზუსტად იმ ნივთებს იპოვნიდა, რომელიც საკუთარ სახლში სურდა.
სახლი მსახიობს 90 ათასი $ დაუჯდა. სამწუხაროდ მასში მხოლოდ 4 თვე იცხოვრა, 1962 წლის 5 აგვისტოს საძინებელში გარდაცვლილი იპოვნეს. წელს სახლი 7.25 მილიონ დოლარად გაიყიდა.