HBO-ის ტელესერიალის "სამეფო ტახტის თამაშების" ვარსკვლავი კიტ ჰარინგტონი არამხოლოდ ფოტოსესიებს ასწრებს, არამედ უძრავი ქონების დაუფლებასაც. ცოტა ხნის წინ, მან ქალაქგარეთ, აღმოსავლეთ ინგლისში 1.75 მილიონი ევროს ღირებულების სახლი შეიძინა, სადაც როუზ ლესლისთან ერთად იცხოვრებს.
სახლი XV საუკუნეშია აშენებული და შუასაუკუნეების ინგლისის ატმოსფეროს ქმნის. აქ შუასაუკუნეების თხრილია შემორჩენილი, რომელიც სოფლის კოშკზე გადის. თუმცა ტერიტორიაზე ყველაფერია თანამედროვე ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი: ღია აუზი, ჩოგბურთის კორტები, ყვავილოვანი ბაღი და კროკეტის სათამაშო მოედანი.
აქ ასევე განთავსებულია სასტუმრო კოტეჯი, საჯინიბო და პავილიონი ღია წვეულებებისთვის.