ავსტრალიელმა მოდელმა მირანდა ქერიმ Vogue-ის გამოცემა საკუთარ სახლში მიიპატიჟა. მალიბუს სანაპირო სახლის ინტერიერი მოდელის თანხლებით გადაიღეს. მირანდა ქერი ამ სახლში თავის 4 წლის შვილთან, ფლინთან ერთად 1 წლის წინ გადავიდა. სახლს ოკეანის ხედი აქვს.
"ნიუ-იორკი მიყვარს, მაგრამ ფლინის გამო ქალაქგარეთ ყოფნას ვამჯობინებ. მისთვის სუფთა ჰაერი და მეტი სათამაშო სივრცე მნიშვნელოვანია. დილაობით ბაღის ყურება მოსწონს, აკვირდება როგორ იზრდებიან მარწყვები. ატარებს სკუტერს, ცურავს აუზში ან ხტება ტრამპლინიდან. ამგვარი ცხოვრების სტილი ნიუ-იორკში ვერ ექნება".
მირანდას სურდა სახლში მაქსიმალური განტვირთვა შესძლებოდა და მას ავსტრალიის სახლის მოგონებები გაეღვიძებინა, სადაც მოდელმა ბავშვობა გაატარა.
"მინდა ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის ეს სახლი საყვარელი სივრცე იყოს. ადგილი, სადაც ნებისმიერ დროს გამოივლიან და კარგ დროს გაატარებენ. მათ აქ თავი ყველაზე კომფორტულად უნდა იგრძნონ."