ხუთი შენობისგან შემდგარი გიგანტური კომპლექსი, რომელიც პატარა სკვერებით, ხელოვნური ტბებითა და აუზით არის აღჭურვილი - ეს ჯანლუკა ვაკის მაიამიში მდებარე სახლის არასრული აღწერილობაა. საზოგადოების ინტერესი ცნობილი ბიზნესმენის მიმართ არ წყდება და ჯანლუკაც ახერხებს დაინტერესებული ხალხისთვის მუდამ ახალი განსახილველი თემის შეთავაზებას. ამჯერად მისი სახლით დავინტერესდით, რომელიც ვაკიმ თავის მეგობრის - დიზაინერის ფაბრიციო კუკის პროექტის მიხედვით მოაწყო. ფინანსისტი და გართობის მოყვარული ბიზნესმენი ღამის ცხოვრებით ცხოვრობს: გვიან იღვიძებს და ღამის 4-5 საათამდე მუშაობს ან აწყობს წვეულებებს, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ღამის საათებში სახლი არ ყოფილიყო ჩაბნელებული და დაეკმაყოფილებინა მფლობელისთვის აუცილებელი ემოციური და ენერგეტიკული მხარე. ერთ-ერთი მთავარი პირობა კი სტუმრებისთვის სასიამოვნო და ლამაზი გარემოს მოწყობა იყო.
ჯანლუკა ვაკიმ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე მაიამის სახლში გადაღებული ვიდეოც გამოაქვეყნა