სად ცხოვრობს ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილი? ჯასტინ ტიმბერლეიკმა და ჯესიკა ბილმა ნიუ-იორკის ცენტრში 27,5 მილიონი ღირებულების მდიდრული აპარტამენტი იყიდეს. შენობა მანჰეტენის შუაგულში მდებარეობს. სახლს საინტერესო ისტორია აქვს. ის 1882 წელს ააგეს და მას შემდეგ რესტავრაცია რამდენჯერმე ჩაუტარდა, თუმცა ძველი ატმოსფერო შენარჩუნებულია. სახლის შიგნით ხელოვნური ბაღი, მიწისქვეშა პარკინგი, დახურული აუზი და ტერასაა.
ჯასტინმა და ჯესიკამ სახლი მინიმალისტურ სტილში გააფორმეს - 4 საძინებელი, 4 სააბაზანო და სახურავზე ტერასა, საიდანაც ქალაქის ხედი იშლება. წყვილს ასევე სახლში ფიტნეს დარბაზი და თურქული აბანო აქვს.
მათ მეზობლად ისეთი ვარსკვლავები ცხოვრობენ, როგორებიც არიან: რაიან რეინოლდსი ბლეიკ ლაივლისთან ერთად, ჯენიფერ ლოურენსი, მეგ რაიანი და ჯეიკ ჯილენჰოლი. აქ ყველაზე იაფი აპარტამენტი 9 მილიონი $ ღირს, ყველაზე ძვირი კი 58 მილიონი $. შენობას საიდუმლო გასასვლელი და შემოსასვლელი აქვს.