ამ წლის სექტემბერში, ჯგუფ Maroon 5-ის სოლისტის, ადამ ლევინისა და ტოპ-მოდელის ბეჰატი პრინსლოს გოგონას დასტინ როუზს ერთი წელი შეუსრულდება. მანამდე კი წყვილმა გადაწყვიტა 18 მილიონი ღირებულების მდიდრული სახლი შეეძინა. სახლი ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ რაიონში მდებარეობს და 1966 წელსაა აგებული. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ, სახლს რესტავრაცია ხშირად უტარდებოდა, აქ სიძველის ატმოსფერო მაინც შესამჩნევადაა შენარჩუნებული.
აქ 5 საძინებელი, 5 სააბაზანო და პანორამული ფანჯრებია. უკანა ეზოში პალმებით გარშემორტყმული ღია აუზი და ორსართულიანი სასტუმრო სახლია. ტრადიციულ ამერიკულ სტილში შესრულებული სახლის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ტერასიდან გაშლილი თვალწარმტაცი ხედია.