Airbnb-ის მეშვეობით შეგვიძლია ისეთი სახლებიც კი ვიქირაოთ, სადაც დასვენების დღეები ბიონსემ გაატარა. იმ შემთხვევაში, თუ მზად ხართ, რომ ერთ ღამეში 30 000 $ დახარჯოთ.
ბიონსემ და ჯასტინ ბიბერმა დასასვენებლად ლონ-ანჯელესის ამ თანამედროვე სახლზე გააკეთეს არჩევანი. აქ პანორამული ფანჯარა და აუზია ქალაქის ხედით. ბოსტნეულის და ხილის ბაღი კი სახლის სახურავზეა განთავსებული. ფასი 30 000 $.
მალიბუში, ოკეანის სანაპიროზე ეს მყუდრო სახლი სელენა გომესმა აირჩია და მეგობრებთან ერთად ესტუმრა. სახლს პირადი სანაპირო აქვს და ერთი ღამე 5000 $ ჯდება.
ლედი გაგა დასასვენებლადაც ექსტრავაგნტურ სახლს ირჩევს. ტყავის ავეჯი, მდიდრული სამზარეულო, ვინტაჟის დეტალები-ერთი ღამე 10 000$ ღირს.
ამ მყუდრო სახლში კი ჯონ ლეჯენდი და კრის ტეიგენი ისვენებენ ქალშვილთან ერთად. ფასი შედარებით დაბალია: 850 $ დღეში.