ეშტონ კატჩერი და მილა კუნისი ზაფხულს ახალი სანაპიროს სახლით ეგებებიან. ათი მილიონი ღირებულების რეზიდენცია ქალაქ კარპინტერიაშია, სანტა-ბარბარასთან ახლოს, კალიფორნიის შტატში. წყვილს ორ შვილთან ერთად ახალ სახლში 6 საძინებელი და 6 აბაზანა აქვს. ქალაქში მოსახლეობის რიცხვი მხოლოდ და მხოლოდ 13 000-ია, ამიტომაც გარშემო საკმაოდ მშვიდი ატმოსფეროა.